ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში, ჯავშნის დასასრულებლად, აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური - ავანსის გადახდა. ინსტრუქცია მოგივათ ელ. ფოსტაზე.

დასაჯავშნად არ არის სავალდებულო საიტზე რეგისტრაციის პროცესის გავლა და შემდგომ შესვლა (ავტორიზაცია). ყველა საჭირო ინფორმაცია გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტაზე. 

 

ნაბიჯი 1 - აირჩიეთ ოთახი

 

როდესაც გადახვალთ სასტუმროს გვერდზე თქვენ ნახავთ ნომრების ტიპებს, აღწერით და ფასებით თარიღების მიხედვით. 

თუ ჯერ არ გაქვთ მითითებული სტუმრების რაოდენობა და თარიღები, გთხოვთ მიუთითოთ:

Select Dates and Guests

ზოგ სასტუმროზე ფასები მოცემულია მთლიანად ნომერზე, ზოგზე კი პერსონაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის წერია ფასებთან ერთად.

აქვე წერია რამდენ ადამიანზეა გათვლილია ნომერი, რამდენი შეიძლება ჩაიდგას დამატებითი საწოლი (გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი საწოლის ფასი, თუ ეს მომსახურება ფასიანია, არ შედის საიტზე გამოთვლილ საერთო ფასში და უნდა იყოს გადახდილი ცალკე, სასტუმროში ყოფნის დროს. ასევე შესაძლებელია მცირეწლოვანი ბავშვის ჩაწვენა, რაც უმეტეს სასტუმროში უფასოა. პირობები და ფასები  ბავშვებზე და დამატებით საწოლებზე წერია სასტუმროს გვერდზე, განყოფილებაში "ბავშვები და დამატებითი საწოლები").

აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე ნომერი, რომლებშიც თავსდება მანამდე არჩეული სტუმრები. ასარჩევად მიუთითეთ შესაბამისი ნომრების საჭირო რაოდენობა:

rooms

როდესაც სასტუმროს ფასები მითითებულია პერსონებზე (და არა მთლიანად ნომერზე), მაშინ გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა აირჩიოთ როგორ განთავსდებიან სტუმრები არჩეულ ნომერში (ნომრებში):

Select guests in room

 

 

ამის შემდეგ დააჭირეთ

 

ნაბიჯი 2 - გააგზავნეთ დაჯავშნის მოთხოვნა

 

"მოითხოვე დაჯავშნა" ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ მოთხოვნის ფორმაზე. შეავსეთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, მობილური, ელ. ფოსტა და ა.შ.).

personal data

სისტემა დაითვლის ჯავშნის მთლიან ღირებულებას და ავანსის ოდენობას, რომელიც გადასახდელი იქნება დაჯავშნის დასასრულებლად, ადგილების გადამოწმების შემდეგ.

გადახედეთ დეტალებს, დაეთანხმეთ მოცემულ ინფორმაციის სისწორეს და დააჭირეთ

dadastureba

 მოთხოვნის ასლს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.

ნაბიჯი 3 - მიიღეთ თავისუფალი ადგილების დადასტურება

 

ამის შემდეგ სასტუმრო მიიღებს თქვენი მოთხოვნის წერილს, გადაამოწმებს თავისუფალია თუ არა ნომერი თქვენთვის სასურველ თარიღებში და, თუ პასუხი დადებითია, თქვენ მიიღებთ ელ. ფოსტაზე თქვენი მოთხოვნის დადასტურების წერილს და თქვენი მხრიდან საბოლოო დასტურის ინსტრუქციას.

სასტუმროები ცდილობენ მოთხოვნების დადასტურებას რაც შეიძლება სწრაფად. როგორც წესი პასუხი მოდის მაქსიმუმ 20 წუთის განმავლობაში. გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ელ. ფოსტა, რომ ნახოთ პასუხი. 

 

ნაბიჯი 4 - გადაიხადეთ ავანსი და დაასრულეთ დაჯავშნა

 

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ამ სასტუმროში ნომრის დაჯავშნა, მაშინ დასტურის წერილის მიღების შემდეგ მიყევით წერილში მოცემულ ინსტრუქციას დაჯავშნის დასასრულებლად.

სასტუმროები ითხოვენ წინასწარ ავანსის გადახდას, რომელიც, როგორც წესი, საერთო ჯავშნის თანხის 15% -ს შეადგენს

საიტზე გადახდა შესაძლებელია:

  | Paypal ის გამოყენებით

  | ნებისმიერი ბანკის საკრედიტო ბარათის მეშვეობით  (დაცული საბანკო ინტერფეისის მეშვეობით)

საბანკო ანგარიშზე

ავანსის გადარიცხვა

  | ანგარიში: ს/ს თიბისი ბანკის ბანკის კოდი: TBCBGE22 ა/ა: GE47TB7532036080100002 

  |  მიმღები: შპს. ნიუ ეიჯი 405099129 

  |  დანიშნულება: ჩაწერეთ სასტუმროს სახელი და ჯავშნის ნომერი, რომელსაც მიიღებთ ელ. ფოსტაზე (მოთხოვნის გაკეთების შემდეგ).

  |  (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადარიცხვის შემდეგ უნდა გამოგვიგზავნოთ გადახდის ორდერი მეილზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 


ავანსის გადახდის შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებთ ჯავშნის დადასტურების წერილს და სასტუმროს საკონტაქტო ნომერს. 

სასტუმროში შეგიძლიათ წარადგინოთ ამობეჭდილი დაჯავშნის წერილი, თუმცა ეს სავალდებული არ არის. ჯავშანი იქნება თქვენს მიერ მითითებულ სახელზე და საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა.

სასტუმროში მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე გირჩევთ დაუკავშირდეთ სასტუმროს, აცნობოთ რომელ საათზე აპირებთ მისვლას და გაარკვიოთ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა და მისვლის ინსტრუქცია!