სასტუმრო ო. გალოგრე -ს ადგილმდებარეობაა ბათუმი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე.
სანაპირო ზოლი მდებარეობს ობიექტიდან ფეხით 10 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და ტაქსის სერვისით.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო „ო.გალოგრე“ - ოპტიმალური არჩევანია იმათთვის, ვინც აფასებს თავის დროს და უპირატესობას ანიჭებს კომფორტულ დასვენებას. სასტუმროსთან შორიახლოს განლაგებულია ზღვისპირა პარკი, დრამატული თეატრი, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
სასტუმრო "ო. გალოგრეს" ორი შენობა აგებულია ძველი ბათუმის ცენტრში, მართლმადიდებლური ეკლესიის პირდაპირ 1996-2000 წლებში ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის ოლეგ გალოგრეს მიერ. მანვე გაუკეთა რესტავრაცია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას.
თავიდან სასტუმროდ გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთი, ამჟამად მოქმედი შენობა, ხოლო მეორე შენობა - საცხოვრებელ სახლად.
ოლეგ გალოგრეს გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა მეორე შენობაც სასტუმროდ გადაეკეთებინა. შენობის საერთო ფართი - 5000 კვ.მ, შიდა ეზო და მიწის ნაკვეთი - 2200 კვ.მ მდებარეობს ორ, ვახტანგ გორგასალისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს შორის.
ეზო ემიჯნება და საკუთარი გასასვლელი აქვს "პიაცა"-ს მოედანზე. ტერასებიდან იშლება ბათუმის ზღვის უბისა და ირგვლივ მდებარე მთების არაჩვეულებრივი ხედები.
ორიგინალურად განათებული, გრანიტით მოპირკეთებული პატარა ქუჩები რესტორნებითა და მაღაზიებით ჩვენს სასტუმროს უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტების თვალში დღისითა თუ ღამით. აქვეა კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა. შიდა სადგომები ავტომანქანებისთვის და სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა სახის კომფორტი ჩვენს სასტუმროში თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.