

ფასების ნახვა ზღვისპირას განთავსებული ულამაზესი სასტუმრო "სანაპირო" მდებარეობს ქალაქ ბათუმში, რომელიც გთავაზობს განთავსების მრავალფეროვან არჩევას, უგემრიელეს რესტორანს, სპას, საცურაო აუზს, ფიტნესსა და მომსახურების მაღალ ხარისხს თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. სასტუმრო მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 4 კმ-ის.
სასტუმრო სანაპირო განთავსებულია პირდაპირ ზღვისპირას, რაც საუკეთესო პირობებს უქმნის თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად დასვენებას ბათუმში. ამასთანავე, სასტუმრო სანაპირო გთავაზობთ თითოეულ ნომერში საკუთარ სააბაზანოს ცხელი წყლით, ტელევიზორს (საკაბელო), ტელეფონს, ინტერნეტს, მაცივარს, კონდიცირებისა და გათბობის სისტემას, ელექტრო ხესაწყოებსა და ინდივიდუალურ აივანს ულამაზესი ზღვის ხედით. დასვენებაზე ორიენტირებული და კეთილმოწყობილი სასტუმროს ნომრები თქვენი კომფორტული განთავსების და სასიამოვნო დასვენების გარანტიაა ბათუმში.
მიუხედავად, იმისა თუ რა მიზნით გსურთ მოგზაურობა, იქნება ეს თაფლობის თვე, საქმიანი ვიზიტი თუ დასვენება ოჯახთან ერთად, გარწმუნებთ, რომ ჩვენი სასტუმროს პირობები და სერვისები შეგიქმნით დაუვიწყარ მოგონებებს ბათუმში. სასტუმრო სანაპიროს მომსახურებები ხელმისაწვდომია ყველა სტუმრისთვის, იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ მაქსიმალური კომფორტი და სიამოვნება. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: მაღალი სიჩქარის Wi-Fi ინტერნეტს, ფიტნეს ცენტრს, დახურულ საცურაო აუზს, საუნას, ბილიარდის ოთახს, მინი ფეხბურთის მოედანს, ავტო სადგომს, საკუთარ პლაჟს და კიდევ უფრო მეტს.
მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. სრული სერვისით უზრუნველყოფილი სასტუმრო, გულისხმიერი, ყურადღებიანი და კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, კი თქვენი საქმიანობისა და დასვენების საწინდარია.
კონდიციონერი ყველა ნომერში
ყველა ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ტელეფონი ყველა ოთახში
მაცივარი ზოგ ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ზოგ ოთახში
აბაზანა ზოგ ოთახში
ფენი ყველა ოთახში
ჯაკუზი ზოგ ოთახში
საშხაპე ზოგ ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
საკუთარი პლიაჟი
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ლივტი
შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
ახლოს პლიაჟთან
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტაქსის მომსახურება
აქვს ფიტნეს დარბაზი
საუნა
მასაჟის მომსახურება
ბილიარდი
საცურაო აუზი
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 დან 12 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი ღირს 50 ლარი ერთი ღამით!
12 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 75 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.