სასტუმრო ბაკურიანი ჰილზ -ს ადგილმდებარეობაა ბაკურიანი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 180 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- ტელევიზორი
- ფენი
სასტუმრო "ბაკურიანი ჰილზ"–ი ( Bakuriani Hills ) მდებარეობს ბორჯომის რაიონის, დაბა ბაკურიანში. იგი აგებულია სამთო სასტუმროებისთვის დამახასიათებელ სტილში, არის 3 სართულიანი და გათვლილია 40–45 დამსვენებელზე. სასტუმროს ერთ–ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი სიახლოვე (20 მეტრი) ბაკურიანის 70 წლოვან ცენტრალურ პარკთან.
სასტუმროს ინტერიერს ალამაზებს ოპტიმალურად განლაგებული ფართე ოთახებისა და დერეფნების სასიამოვნო დიზაინი. ყველა ოთახში შექმნილია მაქსიმალური კომფორტი – თანამედროვე დიზაინის ავეჯით, მოხერხებულად მოწყობილი აბაზანა–ტულეტებით, მაცივრით, LCD ტელევიზორი – სატელიტური ანტენით, შიდა ქსელური ტელეფონითა და ინტერნეტით. კვალიფიციური პერსონალი კი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს სითბოსა და სისუფთავეს.
სასტუმროში მოქმედებს ტექნიკის ბოლო სიტყვით აღჭურვილი სამზარეულო და ევროპული დიზაინით შესრულებული სასადილო დარბაზი – ბუხრით.
სასტუმროს მზარეულები დახელოვნებული არიან როგორც ქართული და ევროპული, ასევე აზიური კერძების მომზადებაში. ხოლო 3–ჯერადი კვების რაციონი გათვლილია ყველა ასაკისა და გემოვნების დამსვენებელზე.
სასტუმროს მე–3 სართულზე ფუნქციონირებს რეტრო სტილში გადაწყვეტილი ბარი "12 სკამი" – საიდანაც საუცხოო ხედი იშლება გვერდით მდებარე პარკზე.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასტუმროს კომპლექსში არის სათხილამურე აღჭურვილობის შესანახი დაცული საკნები და უზარმაზარი ეზო სადაც ავტომფლობელბს უსაფრთხოდ შეეძლებათ განათავსონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები.
დამსვენებელთა სრული კომფორტისთვის ფუნქციონირებს სარეცხ–საშრობი ოთახი და საუთოო მაგიდები.
პირველ სართულზე განლაგებულია შეხვედრების ოთახი სადაც ნებისმიერ დამსვენებელს შეეძლება საქმიანი შეხვედრის გამართვა თავის სტუმართან.