სასტუმრო ბათუმი ვორლდ პალასი -ს ადგილმდებარეობაა ბათუმი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე.
სანაპირო ზოლი მდებარეობს ობიექტიდან ფეხით 10 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი" მდებარეობს ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ქალაქის ცენტრი სასტუმროდან კი სულ რამდენიმე მეტრშია. ფართო შესასვლელი, კომფორტული ლობი ბუხრისა და ტელევიზორის მყუდრო კუთხეებით, მაღალკვალიფიციური და მეგობრული პერსონალი შეგიქმნიან ოჯახურ და თბილ გარემოს.
სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი"-ს ბოლო სართულზე განთავსებულია ა-ლა კარტე რესტორანი "ლოფტი", რომელსაც ასევე გააჩნია ღია ტერასა, საიდანაც შავი ზღვის სანაპიროზე თვალწარმტაცი ხედები იშლება. რესტორანი გთავაზობთ უგემრიელეს კერძებს ქართული, ევროპული და თურქული სამზარეულოდან. კონტინენტური საუზმე - დაუვიწყარი გემო, უჩვეულო ხედი, მრავალფეროვანი არჩევანი.
საკონფერენციო ოთახი თეატრალური განლაგებით 50 კაცამდე მონაწილეს იტევს, ხოლო აუდიტორული განლაგებით 35 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასიამოვნო ატმოსფერო და მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლები ხელს შეუწყობენ თქვენთვის სამუშაო განწყობისა და მყუდრო გარემოს შექმნას.
შენობის ისტორია:
სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი"-ს შენობა 1790 1876 წწ. ეკუთვნოდა ბეჟანიძეების ოჯახს, რომლებიც
შენობას იყენებდნენ როგორც დასასვენებელ საზაფხულო აგარაკს.
1900 წლის დასაწყისში შენობა შეისყიდა ფიფიების ოჯახმა ასევე, როგორც საზაფხულო
სახლი.
1930 წლისთვის კი სახლი ჩამოერთვა მფლობელებს და გადაეცა პორტის მმართველობას.
2010 წლისთვის კი შენობა ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა შეძენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე.
ავანგარდული სტილის ინტერიერით შენობა გადაიქცა ერთერთ ფეშენებელურ და ექსკლუზიურ
სასტუმროდ, რომელმაც 2012 წლის ივლისიდან დაიწყო ოფიციალურად ფუნქციონირება.
რატომ უნდა აირჩიოთ სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი"?
ჩვენი მაღალკვალიფიცირებული პერსონალი დაგეხმარებათ დროის სასიამოვნოდ გატარებაში და თქვენი ვიზიტი დაუვიწყარი გახდება.
ჩვენთან ერთმანეთშია შერწყმული კლასიკური დიზაინი და ხარისხიანი სერვისი, რაც შედეგად სასიამოვნოს ხდის ჩვენთან სტუმრობას.