აპარტამენტი/ბინა "The Valley" რეზიდენციები და სპა, ბაკურიანი, ბინა 11 -ს ადგილმდებარეობაა ბაკურიანი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 120 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- ფენი
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია აპარტამენტის ფასიანი დასუფთავება!
აპარტამენტს აქვს თხილამურების შესანახი სათავსო!
აპარტ-ოტელი “The valey residences & Spa” ბაკურიანში არის რედკოს ახალი დასასვენებელი ადგილი მთელი ოჯახისთვის, ულამაზესი მთის ხედებით და შესანიშნავი მყუდრო გარემოთი.
ბაკურიანის ხმაურიანი ცენტრიდან მოშორებით, დიდველის სათხილამურო საბაგირომდე ფეხით მხოლოდ 5 წუთში მოხვდებით.
ყველა სასტუმროს ოთახს აქვს თავისი აივანი და სამზარეულოა, რაც დამატებითი კომფორტია დამსვენებლებისთვის. სასტუმროში ასევე გაიხსნა ახალი რესტორანი უგემრიელესი კერძებით სადაც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეუკვეთოთ შვედური საუზმე და “ალა კარტ” ვახშამი.
ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. კურორტი გამოირჩევა თავისი კლიმატური პირობებით, წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოებით, მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებით და ხეობების თვალწარმტაცი ხედებით. დღესდღეობით ბაკურიანი არა მხოლოდ ზამთრის სპორტის ცენტრია, არამედ იგი ცნობილია როგორც საოჯახო კურორტი. აქ თქვენ შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით, იკატაოთ ციგებაზე და თოვლის ბურანებზე, გაისეირნოთ ცხენით და შეისწავლოთ მიმდებარე ტერიტორიები.