„თბილი სახლი“ მდებარეობს ბაკურიანში. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 3 საათის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით და საკუთარი ბაღით.
საცხოვრებელს აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- საშხაპე
- ტელევიზორი
საოჯახო სასტუმრო "თბილი სახლი" გთავაზობთ დასვენებისათვის საუკეთესო პირობებს. გაატარეთ დაუვიწყარი დღეები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულად და მშვიდად ბაკურიანის ულამაზესი ბუნების წიაღში.
სასტუმროს ეზოში მოწყობილია გასართობი საქანელები და შექმნილია უსაფრთხო გარემო.
სასტუმრო გთავაზობთ სამჯერად კვებას: ტრადიციულ ქართულ და ევროპულ კერძებს ნატურალური პროდუქტებით. მენიუს შედგენისას ხდება სტუმრების მოთხოვნების გათვალისწინება.
სასტუმრო "თბილი სახლი" კომფორტული და მყუდრო სასტუმროა, რომელიც მდებარეობს ცენტრთან ახლოს, სასრიალო ტრასებთან. ყოველი მხრიდან ადვილად მისადგომ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ადგილას. სტუმრების კომფორტი და სიმშვიდე სასტუმრო "თბილი სახლის" პრიორიტეტია.
ჯგუფებზე და ხანგრძლივ საგზურებზე ვრცელდება ფასდაკლებები.
ნომრის დაჯავშნა შესაძლებელია აგრეთვე კვების გარეშეც! ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.