„ევროპა“ მდებარეობს ბაკურიანში. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 3 საათის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და ტაქსის სერვისით.
საცხოვრებელს აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- ფენი
ბაკურიანის სასტუმრო "ევროპა" გიწვევთ ზამთრისა და ზაფხულის საკურორტო სეზონების გასატარებლად სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში.
სასტუმრო ყველა პირობას ქმნის სრულყოფილი დასვენებისთვის. ბაკურიანის ბუნებრივად ჯანსაღი გარემო და სასტუმროს მომსახურების მაღალი დონე უხვად აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით.
ულამაზესი პეიზაჟებით გარემოცული სასტუმრო ''ევროპა'' ბაკურიანში, სადაც ჰარმონიულად არის შერწყმული ევროპული სტანდარტები და ქართული სტუმართმასპინძლობა, გიწვევთ დაუვიწყარი დღეების გასატარებლად.
სასტუმრო ''ევროპა''-ს კუთვნილი ტერიტორიის უპირატესობას წარმოადგენს მისი სიახლოვე ბაკურიანის ცენტრთან და ამავე დროს მისი განცალკევებული მდებარეობა. ნომრებიდან მოჩანს შესანიშნავი ხედი. სასტუმროს ინტერიერი შესრულებულია სამთო კურორტის შენობათა სტილში. ირგვლივ განლაგებული რბილი ავეჯი გაგილამაზებთ საღამოებს. კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა შეგიქმნით დაუვიწყარ ატმოსფეროს.