„ტიმოთესუბანი“ მდებარეობს ბორჯომთან ახლოს. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 3 საათის სავალ მანძილზე.
საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
საცხოვრებელს აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- ტელევიზორი
საოჯახო სასტუმრო ტიმოთესუბანი მდებარეობს ბორჯომის რაიონ სოფელ ტიმოთესუბანში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1100 მ.
კლიმატი საშუალო- მთის. დოფელს ჩამოუდის მდინარე გუჯარეთისწყალი. საოჯახო სასტუმროდან 100 მეტრში მდებარეობს 12-13 საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ამავე სოფელშია მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლების სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული. ტიმოთესუბანი არის ბორჯომიდან 17კმ.ში ხოლო წაღვერიდან 3 კმ.ში.
ჩვენამდე მოხვალთ შეუფერხებლად, ვინაიდან გზა სასტუმრო სახლამდე კეთილმოწყობილია: თბილისიდან 2 საათში, ხაშურიდან 40 წუთში, ქუთაისიდან 2 საათში, ბათუმიდან 4 საათში.
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, გვირგვინას მთის ძირას, გარს აკრავს ფიჭვისა და ნაძვის ტყე, გვერდით ჩამოუდის მორაკრაკე მთის ნაკადული.
ეზო კეთილმოწყობილია როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის. შესაძლებელია ბარბექიუს მოწყობა.