სასტუმრო ქვეშეთი -ს ადგილმდებარეობაა გუდაური - სოფ. ქვეშეთი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 120 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- ტელევიზორი
საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს წარმოადგენს მთიულეთი. სწორედ აქ, საქართველოს სამხედრო გზის 90-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის პირას მდებარეობს ცადაზიდულ მთებში ჩაფლული სასტუმრო "ქვეშეთი". სასტუმროს შემდეგ 10-15 წუთის სავალ გზაზე კი პოპულარული სამთო სათხილამურო კურორტი გუდაური. "ქვეშეთში" ჩამოსვლისას თქვენ დაგხვდებათ მყუდრო გარემო, მაღალკვალიფიციური მომსახურება და უგემრიელესი მენიუ, სასტუმროს განკარგულებაშია კომფორტულად მოწყობილი ოთახები და 60 კაციანი საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროს შემუშავებული აქვს მრავალი გასართობი პროგრამა, რომელიც საინტერესო იქნება, როგორც როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუმრებისათვის
- რაფტინგი
- თევზაობა
- ცხენოსნობა
- ლაშქრობა
ექსკურსიები ძველი ცივილიზაციის ნაკვალევზე, ფოტო-ვიდეო ნადირობა, მონაწილეობა ქართულ ხალხურ დღესასწაულებში, სეირნობა, მინერალური სამკურნალო წყლები, მოქმედი ეკლესია -მონასტრები, შეუდარებელი ხადას ხეობა 60-მდე ციხე-კოშკით, ნასოფლარებით. სონჩოს ხეობა - დღემდე შემორჩენილი ბანიანი სახლებით, ასვლა ყელის ტბაზე, ლომისის მთაზე, სადაც ლომისის ეკლესიაა. თვალწარმტაცი გადმოსახედი, როგორც ქსნის ასევე არაგვის ხეობაზე, მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების ფონზე უმშვენიერესი ალპური ყვავილები, წინაპართა ნაკვალევზე გავლა, და თითოეულ ციხე-კოშკზე ლეგენდების მოსმენა თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.