„გაგიეთი“ მდებარეობს გუდაურში. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 2 საათის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
საცხოვრებელს აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- ფენი
დღის ნებისმიერ დროს ყავა, ჩაი და ნამცხვარი უფასოდ.
ზაფხულობით იმართება პიკნიკები და ბუნებაში გასვლები: ყაზბეგში, ხადის ხეობაში, გუდამაყარში და სხვა საინტერესო ადგილებში. სასტუმროს კომპლექსსში შედის აგრეთვე რესტორანი ”გაგიეთი” და გაქირავების პუნქტი სადაც შეგიძლიათ იქირაოთ თხილამურები და სნოუბორდები. ასევე გვყავს გამოცდილი ინსტრუქტორები.
სასტუმროში არის საერთო სამზარეულო.