Hotel24.ge
შესვლა
თბილისი სასტუმრო

სასტუმრო ოპერა

★★★

ობიექტის ინფორმაცია

ქალაქი
თბილისი
ტიპი
სასტუმრო
შეფასება
★★★
მისამართი
რუსთაველის 23/4
შესვლა
13:00
გასვლა
12:00
ტრანსპორტი
ავტობუსი მიკროავტობუსი ტაქსი მანქანა
გადახდა
MC VISA AMEX
აეროპორტი
20 წთ.
მეტრო
5 წთ.
რკინიგზის სადგური
10 წთ.
ობიექტის ID
#1823

სასტუმროს აღწერა

ნახულია 7,660-ჯერ

სასტუმრო სასტუმრო ოპერა -ს ადგილმდებარეობაა თბილისი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.

ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით და ტაქსის სერვისით.

ბინას აქვს:

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • აივანი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი
  • ფენი

მიუხედავად იმისა, რომანტიკული ტური დაგეგმეთ თუ საქმიანი ვიზიტი გელით, მარტო მიემგზავრებით თუ მხიარულ კომპანიასთან ერთად, მთავარი რა თქმა უნდა შთაბეჭდილება გახლავთ. პირველ შთაბეჭდილებას შეუძლია მთელი მოგზაურობის ბედი განსაზღვროს, ის ჯერ ისევ წინ არის, როცა აეროპორტს ტოვებთ, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როცა თბილისის ხედებით მანქანიდან ტკბებით, მაგრამ საკმარისია შეაღოთ სასტუმროს კარი, რომ თქვენ უკვე მისი გავლენის ქვეშ ხართ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო "ოპერაში"!

რბილია თუ არა ბალიში, შემოდის თუ არა ოთახში ხმაური, გემრიელია თუ არა აქაური სამზარეულო, მეტისმეტს ხომ არ ვიხდი ამ ყველაფერში? ამ ნიუანსებში მალევე გაერკვევით და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით - კომფორტი ნამდვილად სრულყოფილია, გარემო შინაურული, პერსონალი კეთილგანწყობილი, სამზარეულოში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყველაფერი რასაც სული და გული მოისურვებს. რაც შეეხება ფასებს, დემოკრატიული ანუ სწორედ სათქვენო გახლავთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი - რბილი ბალიში და სიმყუდროვე თქვენ საკუთარ სახლშიც გეგულებათ, მაგრამ განა თქვენი სახლი რუსთაველის გამზირზე დგას?

ძველი ქალაქის ცეტრალური გამზირი საუკუნეებია რაც თბილისელებისთვის თუ ქალაქის სტუმრებისთვის საუკეთესო სასეირნო ადგილია. ამ მიდამოებში ძველისძველად ყვაოდნენ მეფის ბაღები, მათი ნაწილი ისევ შემორჩენილია ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ორასი წლის წინ აქ იდგმებოდა პირველი ქართული სპექტაკლები და იტალიური ოპერა, პრემიერების შემდეგ კი ფაეტონებში ჩამსხდარი პუბლიკა რუსთაველის, მაშინდელი გოლოვინის პროსპექტს სიმღერ-სიმღერით ტოვებდა, განწყობა აქ საუკუნეების შემდეგაც არ შეცვლილა. გაისეირნეთ რუსთაველზე და ამაში დარწმუნდებით.

სასტუმრო ოპერა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, 100 მეტრის მოშორებით მდებაორებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ასევე რუსთაველის თეატრი.

სასტუმროდან 200 მეტრში არის რესტორნები და კაფეები სადაც შეძლებთ რომ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული კერძები.

სასტუმროს მომსახურებები

აივანი
სააბაზანო
ტელეფონი
ფენი
საშხაპე
მაცივარი
ბავშვებს მივესალმებით
Wifi
24სთ მომსახურება
მიმტანის მომსახურება
სამჯერადი კვება
მართავს მფლობელი
საინფორმაციო სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
ვალუტის გაცვლა
საკონფერენციო დარბაზი
სეიფი
კონდიციონერი
ცენტრალური გათბობა
ბარი
საფეხმავლო ტური
ქორწილები და სხვა დღესასწაულები
ტელევიზია
ტურები
ტაქსი
მანქანის გაქირავება
ღამის კლუბი

ბავშვები და დამატებითი საწოლი

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 45 ლარი ერთი ღამით!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "Double/twin room" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Suite" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "Single" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია


დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.

კარგია იცოდე

ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება

შინაური ცხოველები აკრძალულია.

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

  • ავანსად უნდა გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 15%. დარჩენილი თანხა გადაიხდება ადგილზე.
  • Check in-მდე 5 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, დეპოზიტი დაგიბრუნდებათ. უფრო გვიან გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტი არ ბრუნდება.

Facebook კომენტარები

გაუზიარეთ გამოცდილება სხვა მოგზაურებს.