Hotel24.ge
შესვლა

სასტუმრო ტიფლისი

★★★

საცხოვრებლის ინფორმაცია

ქალაქი
თბილისი
ტიპი
სასტუმროები
შეფასება
★★★
მისამართი
მარჯანიშვილის ქუჩა N25
შესვლა
14:00
გასვლა
12:00
ტრანსპორტი
ავტობუსი მიკროავტობუსი ტაქსი მანქანა
გადახდა
MC VISA
აეროპორტი
30 წთ.
მეტრო
5 წთ.
რკინიგზის სადგური
15 წთ.
საცხოვრებლის ID
#1844

სასტუმროს აღწერა

ნახულია 16,710-ჯერ

„სასტუმრო ტიფლისი“ მდებარეობს თბილისში. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 30 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე.

საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

საცხოვრებელს აქვს:

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი
  • ფენი

განსხვავებულ კულტურათა თანაარსებობა ქართული ისტორიის თითქმის ყველა ეპოქის მახასიათებელია. XIX ს.-ის ქართული ხელოვნებისა და არქიტექტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი გერმანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. თბილისის შემოგარენში გერმანული დასახლება, ,,ალექსანდერდორფი“ გაჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც გერმანელებს აკავშირებდა წმ.პეტრეს და პავლეს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია იყო. ეს ეკლესია, „კირხე“ , 1818 წელის, დღევანდელ დ. აღმაშენებლის გამზირზე, თავად გერმანელებმა, ნეოგოთიკურ სტილში ააშენეს. მოგვიანებით „კირხეს“ გიმნაზია გაიხსნა, სადაც არაგერმანელი ბავშვებიც გერმანულ ენაზე სწავლობდნენ. წმ. პეტრეს და პავლეს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია მეოცე საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელ ტყვეებს საკუთარი ხელით დაანგრევინა. გერმანული ახალშენებიდან ცოტა რამ თუ შემორჩა. მათ შორის, საბედნიეროდ, „კირხეს“ გიმნაზიაც. – პატივცემულო სტუმრებო, თქვენ ახლა სწორედ ამ ისტორიულ შენობაში იმყოფებით.

WIFI – სასტუმრო სრულიად მოცულია საჰაერო ქსელით , რომელიც სრულიად უფასოა.

ბარი – სასტუმროში ფუნქციონირებს ღია და დახურული ბარი.

დახურული ბარი განკუთვნილია 20 ადამიანსთვის. ინტერიერი , რომელიც გადაწყვეტილია ვინტაჟურ სტილში, გაგახსენებთ XIX – XX საუკუნეებს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ გემოვნებიანი მუსიკის მოსმენით. ჩვენთან მოგემსახურებიან კვალიფიცირებული და მომხიბვლელი კადრები ,რომლებიც შეგიქმნიან სასიამოვნო განწყობას. ჩვენ გთავაზობთ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს გემრიელ სასმელებთან ერთად.

ღია ბარი ეს ის ადგილია , სადაც შეგიძლიათ გინიტვირთოთ და ისიამოვნოთ ჩვენი ულამაზესი ეზოთი.

საკონფერენციო ოთახი – სასტუმროში ფუნქციონირებს საკონფერენციო ოთახი, რომელიც მოემსახურება П-სებური წყობით 20-25 კაცს, ხოლო თეატრალური წყობით -30-ს.

დარბაზში განთავსებულია :

  • კომფორტული მაგიდები და სკამები
  • პროექტორი და დაფა

დამატებითი ღირებულების ფასად , შეგვიძლია შემოგთავაზოთ „ Coffee Break “-ი და “Lunch menu”.

სასტუმროს მომსახურებები

სააბაზანო
ტელეფონი
ფენი
საშხაპე
ბავშვებს მივესალმებით
Wifi
24სთ მომსახურება
მიმტანის მომსახურება
სამჯერადი კვება
საერთო სამზარეულო
მართავს მფლობელი
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
საკონფერენციო დარბაზი
ლივტი
შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
WC შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
კონდიციონერი
ცენტრალური გათბობა
ბარი
საკუთარი რესტორანი
სასეირნო ბილიკი
საფეხმავლო ტური
ქორწილები და სხვა დღესასწაულები
ტელევიზია
ტურები
ტაქსი
ჩოგბურთის მოედანი
ღამის კლუბი

ბავშვები და დამატებითი საწოლი

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 45 ლარს ერთი ღამით!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "Double room" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Twin room" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Triple" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Family" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის



დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.

კარგია იცოდე

ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება, ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად მენიუს მიხედვით.

შინაური ცხოველები აკრძალულია.

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

  • ავანსად უნდა გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 15%. დარჩენილი თანხა გადაიხდება ადგილზე.
  • Check in-მდე 10 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, დეპოზიტი დაგიბრუნდებათ. უფრო გვიან გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტი არ ბრუნდება.

Facebook კომენტარები

გაუზიარეთ გამოცდილება სხვა მოგზაურებს.

მსგავსი სასტუმროები