


ფასების ნახვა სასტუმრო "ბალკონი" – ადგილი, სადაც თავს სტრესისგან გათავისუფლებისა და განტვირთვის საშუალებას მისცემ.
სტუმრების განკარგულებაში სამსართულიანი სასტუმროა. თითოეული ნომერი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინტერიერითა და დიზაინით გამოირჩევა, სწორედ ეს აძლევს მას განსაკუთრებულ ხიბლს, ჩვენს დამსვენებელს კი შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით სასურველი ოთახი აირჩიოს.
რესტორანი ე.წ ლოფტის ტიპისაა და ხედზე იშლება. მყუდრო გარემოში ყოველთვის შეძლებთ მეგობრებთან ერთად განტვირთვასა და უგემრიელესი ქართულ-ევროუპული კერძების დაგემოვნებას.
ჩვენი აუზი ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად საუკეთესო ადგილია. აუზის არასტანდარტული ფორმა ლამაზი ხედით ტკბობის საშუალებას იძლევა. ზაფხული, მზე, მეგობრები, კოქტეილები, აუზი – ყველაფერი, რაც ენერგიული და საოცარი განწყობისთვის გჭირდებათ! “Pool Party” – არასტანდარტული წვეულების მოწყობის, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და ცხელი დღეების გაგრილების საუკეთესო გზაა! სასტუმრო "ბალკონი"-ის აუზი თქვენ განკარგულებაშია!
გასეირნება კატერით მათთვის, ვისაც დროის სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარება სურს.
დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გარანტირებულია!
თუ საქმიანი შეხვედრის, პრეზენტაციის მოწყობას გეგმავთ, სასტუმრო "ბალკონი" მზადაა ეს თქვენთვის უზრუნველყოს. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი იდეალურია მსგავსი ტიპის ღონისძიებებისათვის.
თანამშრომლები არაფორმალურ გარემოში უნდა გაიცნო. სასტუმრო "ბალკონი"-ის სივრცე კარგი არჩევანია მათთვის, ვინც კორპორატიული წვეულების აღნიშვნას გეგმავს.
აქ შეგიძლია ყველა შენს იდეას ფრთა შეასხა. იქირავე ვილა დღიურად და აღნიშნე მნიშვნელოვანი დღეები გრანდიოზულად:
კონდიციონერი ყველა ნომერში
ყველა ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ყველა ოთახში
აბაზანა ზოგ ოთახში
ფენი ყველა ოთახში
სასმელები ყველა ოთახში
საშხაპე ზოგ ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ლივტი
ობიექტი მდებარეობს მყუდრო/ სოფლის ტერიტორიაზე
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ტაქსის მომსახურება
შესაძლებელია მანქანის გაქირავება
საცურაო აუზი
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 7 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 30 ლარი ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.