Hotel24.ge
შესვლა
საირმე სასტუმრო

Best Western Sairme Resort

★★★★
Best Western Sairme Resort — ფოტო 1 1 / 12

ობიექტის ინფორმაცია

ქალაქი
საირმე
ტიპი
სასტუმრო
შეფასება
★★★★
მისამართი
საირმე
შესვლა
14:00
გასვლა
12:00
ტრანსპორტი
მიკროავტობუსი ტაქსი მანქანა
გადახდა
MC VISA Maestro
აეროპორტი
90 წთ.
რკინიგზის სადგური
90 წთ.
ობიექტის ID
#3362

სასტუმროს აღწერა

ნახულია 28,874-ჯერ

სასტუმრო Best Western Sairme Resort -ს ადგილმდებარეობაა საირმე. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე.

ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით და საკუთარი ბაღით.

ბინას აქვს:

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • აივანი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • ფენი

სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, საკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში. კურორტი საირმე უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა.

კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო"საირმე" 390 დამსვენებელზეა გათვლილი (ეს საირმის მთელი ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს). აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, 'კრაფტის' უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. საკმაოდ დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ.

დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო 'საირმის' ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და ექოსკოპიური კაბინეტით.

საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 28 კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ.

ბალნეოლოგიური კუროტ საირმის მინერალური და თერმული წყაროების სამკურნალო თვისებები ჯერკიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი.

იტალიური რესტორანი: იტალიური სამზარეულოს გემოს მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის კარგად შესაცნობად, იტალიელი შეფ-მზარეული მოვიწვიეთ. რესტორნის დიზაინი კი იტალიელ დიზაინერებს მივანდეთ. აქ შეუძლებელია ნახოთ დეტალი, რომელიც სრულ ჰარმონიაში არ არის გარემოსთან.

ქართული რესტორანი: ვიცნობთ ჩვენს ტრადიციებს, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კერძები ჯანსაღი პროდუქტით მზადდება, ამიტომ ჩვენი სამზარეულოს გემო ნამდვილი და ქართულია. ინტერიერი ხის ფაქტურითაა მოპირკეთებული ბუნებრივი ელეგანტურობისთვის, აღმოსავლეთის კედელი სამხრეთისას ისე უერთდება, რომ მათ შორის არაფერია, ბუნების გარდა.

სარელაქსაციო ცენტრის აღჭურვასა და დაპროექტებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და გერმანელ მეცნიერებს მივანდეთ, რადგან გვჯერა სხეულის სიჯანსაღე პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების რიტმზე, განწყობასა და თავდაჯერებულობაზე.

ბუნებრივი რესურსები აქაც მოვიშველიეთ, ყოველი პროცედურა საირმის თერმული წყლებით კეთდება, რომელიც მიწიდან 1500 მეტრიდან ამოედინება, ტემპერატურა 410-ს შეადგენს და მისი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებულად გამაჯანსაღებელს ხდის ჩვენს ყველა პროცედურას.

თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც მეცნიერულადაა დამტკიცებული. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის, უროლოგიის ინსტიტუტისა და ასევე გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ საირმის თერმული წყლები ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტით. თერმული წყალი წარმოადგენს სულფიდურ (გოგირდწყალბადიან), სულფატურ, ნატრიუმიან-კალციუმიან წყალს და მისი გამოყენება ხდება აბაზანების სახით.

სასტუმროს 2-ზე მეტი ღამით დაჯავშნის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება!

სასტუმროს მომსახურებები

მაცივარი
სააბაზანო
ტელეფონი
ფენი
საშხაპე
აივანი
ბავშვებს მივესალმებით
Wifi
მიმტანის მომსახურება
სამჯერადი კვება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
პირველადი სამედიცინო დახმარება
ვალუტის გაცვლა
საკონფერენციო დარბაზი
მყუდრო/სოფლის ტერიტორია
ცენტრალური გათბობა
საკუთარი ბაღი
სასეირნო ბილიკი
პიკნიკის ზონა
საბავშვო სათამაშო ზონა
ტელევიზია

ბავშვები და დამატებითი საწოლი

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 3 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "Panorama Double or Twin" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Panorama Triple" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "Panorama Family" შესაძლებელია დივნის გაშლა 2 ადამიანისთვის.

კარგია იცოდე

ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია: სამჯერადი კვება, სამედიცინო კონსულტაცია, ღია თერმული აუზის ულიმიტო საშვი,მინერალური წყაროები, შიდა ტრანსფერი (სასტუმრო საირმედან სპა ცენტრამდე არის 3 კილომეტრი).

შინაური ცხოველები აკრძალულია.

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

  • ავანსად უნდა გადაიხადოთ 1 ღამის საფასური. შეკვეთის დარჩენილი თანხა გადაიხდება ადგილზე.
  • Check in-მდე 7 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, დეპოზიტი დაგიბრუნდებათ. უფრო გვიან გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტი არ ბრუნდება.

Facebook კომენტარები

გაუზიარეთ გამოცდილება სხვა მოგზაურებს.