„ნოდმაქსი“ მდებარეობს ურეკში. ის მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 1 საათის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
სანაპირო ზოლი მდებარეობს საცხოვრებლიდან ფეხით 5 წუთის სავალ მანძილზე.
საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და ტაქსის სერვისით.
საცხოვრებელს აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
სასტუმრო 'ნოდმაქსი' მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს ერთ–ერთ ულამაზეს კურორტზე – დაბა ურეკში, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური სუბტროპიკული კლიმატით.
ძირითადი სამკურნალო ფაქტორები არის: ქვიშიანი პლაჟი, ზღვა და ზღვის ჰავა.
ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.