Hotel24.ge
შესვლა
ყვარელი სასტუმრო

შალოშვილის მარანი

★★★
შალოშვილის მარანი — ფოტო 1 1 / 12

ობიექტის ინფორმაცია

ქალაქი
ყვარელი
ტიპი
სასტუმრო
შეფასება
★★★
მისამართი
სოფ. შილდა
შესვლა
14:00
გასვლა
12:00
ტრანსპორტი
ავტობუსი მიკროავტობუსი ტაქსი მანქანა
გადახდა
MC VISA Maestro AMEX DINE DISC JCB
აეროპორტი
150 წთ.
ობიექტის ID
#543

სასტუმროს აღწერა

ნახულია 25,210-ჯერ

სასტუმრო შალოშვილის მარანი -ს ადგილმდებარეობაა ყვარელი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 150 წუთის სავალ მანძილზე.

ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით და აუზით.

ბინას აქვს:

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • საშხაპე
  • კონდიციონერი
  • ფენი

„შალოშვილის მარანი“ ღვინის წარმოებასთან არსებული კეთილმოწყობილი სასტუმროა, რომელშიც ნომრები განთავსებულია მეორე და მესამე სართულებზე. აქვს ალაზნის ველის, ნეკრესის მონასტრისა და კახეთისათვის დამახასიათებელ ზვრებზე გამავალი ულმაზესი ხედები.

სასტუმროში მოსულ სტუმრებს შეუძლიათ, ეზიარონ კახურ ტრადიციებს, სამზარეულოს, დააგემოვნონ და შეიძინონ ქართული ღვინოები, გაეცნონ ღვინის დაყენების წესებს, სეზონურად მონაწილეობა მიიღონ: რთველში, ყურძნის დაწურვაში, ჩურჩხელების ამოვლებაში, ასევე ტრადიციული კერძების მომზადებაში.

„შალოშვილის მარანი“ დაფუძნებულია 2013 წლის თებერვლაში, ამის შემდეგ აქტიურად დავიწყეთ საწარმოს მშენებლობა და მისი უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღჭურვა. დღეისათვის საწარმო სრულად არის დაკომპლექტებული თანამედროვე ტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ, რომლის უდიდესი ნაწილი ჩვენს ვენახში მოწეული, საუკეთესო ჯიშის საფერავის (ვენახი გაშენებულია ქინძმარაულის ზონაში), რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოს დაფუძნებამდე ჩვენი ოჯახი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავდა და თაობიდან თაობას გადასცემდა ქართული ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ტრადიციას, რასაც მოწმობს ისიც, რომ კომპანიის დამფუძნებლის, ალექსი შალოშვილის მიერ წარმოებულმა ღვინომ ოჯახში დამზადებულ ღვინის ფესტივალში ორჯერ მოიპოვა მედალი, 2009 წელს - ოქროს მედალი საუკეთესო აღმოსავლური ღვინის თეთრი ნომინაციაში და 2012 წელს - ბრინჯაოს მედალი საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინის ნომინაციაში.

ჩვენს ძირითად მიზანს წარმოების განვითარებასთან ერთად სტუმრებისათვის ქართული კულტურის გაცნობაც წარმოადგენს, რის ერთ-ერთ საშუალებასაც, ვფიქრობთ, სწორედ ღვინის ტურიზმის განვითარებაა. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სტუმრებისათვის სრული ტურისტული პაკეტის შეთავაზება, რისთვისაც საწარმოს მახლობლად, კახურ ვენახში აშენდა მცირე ზომის სასტუმრო. ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ სრულიად კომფორტულ, მშვიდ გარემოს; მათ შეეძლებათ, დატკბნენ ულამაზესი ხედით ალაზნის ველზე, დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები და, რაც მთავარია, ეზიარონ ქართული ღვინის საიდომლოს.

სასტუმროს მომსახურებები

სააბაზანო
ფენი
საშხაპე
ბავშვებს მივესალმებით
Wifi
მიმტანის მომსახურება
მართავს მფლობელი
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
დასუფთავების მომსახურება
შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
მყუდრო/სოფლის ტერიტორია
კონდიციონერი
ცენტრალური გათბობა
ბარი
პიკნიკის ზონა
კოცონის ანთება დაშვებულია
საცურაო აუზი

ბავშვები და დამატებითი საწოლი

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა ბავშვი 5 წლამდე უფასოა, თუ განთავსდება საწოლზე მშობელთან ერთად!

10 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი ღირს 50 ლარი ერთი ღამით!
10 წლიდან ზევით ბავშვებისთვის და მოზრდილი ადამიანებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 80 ლარს ერთი ღამით!

დამატებით საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით მოცემულია:

  • ოთახი twin - შესაძლებელია მხოლოდ 1 მოზრდილის ან ბავშვის საწოლის დამატება!
  • ოთახი double - შესაძლებელია მხოლოდ 1 მოზრდილის ან ბავშვის საწოლის დამატება!
  • ოთახი triple - საწოლის დამატება შეუძლებელია!

დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.

კარგია იცოდე

ტარიფები მოიცავს საუზმეს.

შინაური ცხოველები აკრძალულია.

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

  • ავანსად უნდა გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 15%. დარჩენილი თანხა გადაიხდება ადგილზე.
  • Check in-მდე 10 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, დეპოზიტი დაგიბრუნდებათ. უფრო გვიან გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტი არ ბრუნდება.

Facebook კომენტარები

გაუზიარეთ გამოცდილება სხვა მოგზაურებს.