სასტუმრო სამთა ნუნისი მდებარეობს ზღვის დონიდან 780 მ-ზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
ცნობილია სამკურნალო მინერალური და გამაჯანსაღებელი, (ბალნეოლოგიური ) წყლებით და სამკურნალო აბაზანებით, უზრუნველყოფილია 3-ჯერადი კვება.
მოგემსახურებათ ბარი, სამაგიდო თამაშებით და სპორტული აქტივობებით თავგადასავლების მოყვარულთათვის და აქტიური დასვენებისთვის შესაძლებელია სხვადასხვა ტურების დაგეგმვა/მოწყობა.
სასტუმროში არის საერთო სარგებლობის სამზარეულო. ნუნისში არის სამჯერადი კვება, რომელიც ხორციელდება შვედური მაგიდის პრინციპით.
კურორტზე მიირთმევთ ყველა იმ ნატურალურ პროდუქტს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში მოიპოვება.
კურორტზე გათვალისწინებულია როგორც დიეტური კვება, სამკურნალოდ ჩამოსული დამსვენებლებისთვის, ისე არადიეტური, დასასვენებლად ჩამოსულთათვის.
სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია "ფინური" ტიპის 2 სართულიანი კოტეჯები.
ოთახები ქირავდება ინდივიდუალურად, კოტეჯები აღჭურვილია ტელევიზიით, ორივე სართულზე სველი წერტილებით და საერთო აბაზანით, კომფორტული ავეჯით და ყველა საჭირო ნივთით სასიამოვნო და კომფორტული დასვენებისთვის.
კოტეჯებში იჯავშნება ნომრები:
ნუნისის მინერალური წყალი კურნავს კანის დაავადებებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს.
ნუნისში პაციენტების ჯანმრთელობასა და წყლისგან მიღებულ ეფექტს თვალს ადევნებს ექიმი დერმატოლოგი და თერაპევტი. მკურნალობა თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება.
ნუნისში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაიტაროთ სპა პროცედურები ჩვენი უნიკალური წყლით, რომლის მსგავსი იშვიათია დედამიწაზე.
ყოველგვარი ხელოვნური ნიღბებისა და ზედმეტი ჩარევების გარეშე გაიჯანსაღეთ სხეული, გაილამაზეთ და გაიახალგაზრდავეთ კანი, გაიუმჯობესეთ გარეგნობა, გაიხალისეთ ორგანიზმი. ამის შანსს კი გაძლევთ ჩვენ, კურორტი ნუნისი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა, ბუნებრივი მეთოდებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
ჩვენთან ჩატარებული სპა პროცედურები სრულიად განსხვავებულია, რომლის საიდუმლოც ნუნისის ჯადოსნური წყლის შემადგენლობაშია. საქმე ის გახლავთ, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს. ამის წყალობით კანის რქოვანი შრე იშლება და მინერალური წყალი კანში ღრმად აღწევს, ეს კი მის თერაპიულ მოქმედებას აძლიერებს. თავად წყლის სამკურნალო თვისებებს კი კაჟმჟავას მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.
კურორტი ნუნისი გთავაზობთ, გამაჯანსაღებელ, სამკურნალო და გასახდომ მასაჟებს.
ტარიფები მოიცავს სამჯერად კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 2 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 45 ლარი ერთი ღამით!
კოტეჯის ტიპის ოთახში ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 25 ლარი ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.