„ბრაიტონი“ მდებარეობს ბათუმში. ის მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.
სანაპირო ზოლი მდებარეობს საცხოვრებლიდან ფეხით 5 წუთის სავალ მანძილზე.
საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით და საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით.
საცხოვრებელს აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
თანამედროვე სასტუმრო „ბრაიტონი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმის ისტორიულ ცენტრში, ევროპის მოედნის მახლობლად აშენენდა 2011 წელს. იგი მცირე მანძილითაა დაშორებული შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვისპირა ბულვარს.
შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი მომსახურებით, როგორიცაა სამრეცხაო. სასტუმროში თქვენ ასევე დაგხვდებათ საკონფერენციო დარბაზი გათვლილი 25 ადამიანზე.
სასტუმროს სახურავზე განთავსებულია ღია ვერანდა, ბარი, საიდანაც იშლება მთისა და ზღვის მშვენიერი ხედი, განსაკუთრებით ლამაზია ღამით, ლამპიონების შუქზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, გაჩირაღდნებული ბათუმის ქუჩები და მუდამ მოფუსფუსე ბათუმის პორტი.
ყოველ დილით გთავაზობთ შვედური მაგიდის საუზმეს და სასტუმროს ბარი გთავაზობთ შესანიშნავ შერჩეულ სასმელებს. გარდა ამისა, სტუმრებს შეუძლიათ ესტუმრონ სხვადასხვა კაფეებს და რესტორნებს 5 წუთის სავალზე სასტუმროდან. სასტუმროდან მხოლოდ 50 მეტრში სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ მედეას ქანდაკება. პიაცას მოედანი სასტუმროდან 200 მეტრია.