"კარპე დიემ გუდაური" - ეს არის თანამედროვე და ელეგანტური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ცენტრალური საბაგიროდან 100 მეტრის მანძილზე. რაც არ უნდა დაგეგმოთ - ოჯახური, ექსტრემალური სათხილამურო თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობა - ჩვენი სასტუმრო საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ. 50 კომფორტული ნომერი ულამაზესი ხედებით, უზრუნველყოფილია გათბობით, ბრტყელ-ეკრანიანი ტელევიზორებით, სააბაზანო პარფიუმერიითა და სხვა თანამედროვე საყოფაცხოვრებო საშუალებებით.
სასტუმროს რესტორანი სტუმრებს ელეგანტურ გარემოს სთავაზობს უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებითა და ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანით. ისიამოვნეთ მდიდარი შვედური მაგიდით საუზმისა და სადილისთვის და, ასევე, a la Carte მომსახურებით მთელი დღის განმავლობაში. მიირთვით სწრაფი ლანჩი ჩვენს ტერასაზე დღის განმავლობაში, ხოლო პოპულარული და ექსკლუზიური კოქტეილები, არაჩვეულებრივი მუსიკითა და ღამის წვეულებებით - ღამის ბარში გელოდებათ. რესტორანი და ბარი გთავაზობთ ჯანმრთელი და გემრიელი კერძებისა და სასმელების დიდ არჩევანს. ცეკვისა და გართობის მოყვარულებს ჩვენი ბარი დახვეწილ გარემოსა და სასიამოვნო ატმოსფეროს სთავაზობს. აქ ექსკლუზიური კოქტეილების დიდი არჩევანი, ქართული და უცხოური სამზარეულოს მსუბუქი კერძები და არაჩვეულებრივი მუსიკა გელით.
რა შეიძლება იყოს უკეთესი ადგილი ლანჩისთვის ვიდრე მზიანი და კომფორტული ტერასა, რომელიც სწრაფ და გემრიელ კერძებსა და ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. ჩვენი მენიუ თქვენი დროის სიმცირის გათვალისწინებითაა შექმნილი. მიირთვით გემრიელი კერძები ჩვენს ტერასაზე და დაუბრუნდით თხილამურებით სრიალსა თუ სხვა აქტივობას უმოკლეს დროში.
ბალანსირებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან მომზადებული კერძები ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი კერძი ჩვენი à la carte მენიუდან ან შვედური მაგიდიდან და ისიამოვნეთ ოთახიდან გაუსვლელად.
ეს ყველაფერი არ არის, რადგან სასტუმრო გთავაზობთ საუნას, კინოეთეატრსა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს. მათთვის კი ვისაც თხილამურებით სრიალი გიყვართ, ჩვენ გვაქვს საკუეთესოდ აღჭურვილი თხილამურების გაქირავების ყველაზე დიდი ცენტრი გუდაურში.
სასტუმროს “სქი რენთი” საშუალებას გაძლევთ იქირაოთ სრული სათხილამურო აღჭურვილობა. დღის ბოლოს კი განიტვირთეთ ჩვენს საუნაში და აღიდგინეთ ენერგია მომდევნო დღისათვის. თხილამურების გაქირავების უდიდესი და ყველაზე კარგად აღჭურვილი ცენტრი გუდაურში გთავაზობთ ” Nordica”,” Nidecker ”, ” Jeremy Jones”, ”Yes”, ” Rossignol”-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების ფრირაიდინგის, სარბენი თუ ნებისმიერი სხვა სახის თხილამურებისა და სნოუბორდების დიდ არჩევანს. ჩვენს კოლექციაში ასევე შედის ჩექმები, ნიღბები და ჩაფხუტები.
შთაბეჭდილებებით სავსე დღის შემდეგ საუნაში განტვირთვას ვერაფერი შეცვლის. დაუთმეთ რამდენიმე წუთი რელაქსაციას, დატკბით ულამაზესი ხედებით, გაჯანსაღდით და აღიდგინეთ ენერგია მომდევნო დღისათვის. საუნაში შესვლის ღირებულება შედის ნომრის ფასში.
სასტუმრო "კარპე დიემ გუდაური"-ის საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე აღჭურვილობითა და ბრწყინვალე მომსახურებით, საუკეთესო ადგილია 35 კაცამდე შეკრებებისთვის, ჩვენი საკონფერენციო დარბაზი იდეალური ადგილია თქვენი მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისა თუ შედარებით დიდი მასშტაბის კონფერენციის ჩასატარებლად.
რას გთავაზობთ?
ტარიფები მოიცავს ორჯერად კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 დან 12 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი ღირს 80 ლარი ერთი ღამით!
12 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 105 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.