1 / 12
ობიექტის ინფორმაცია
- ქალაქი
- თელავი
- ტიპი
- სასტუმრო
- შეფასება
- ★★★
- მისამართი
- ალაზნის გამზირი №75
- შესვლა
- 12:00
- გასვლა
- 12:00
- ტრანსპორტი
- ავტობუსი მიკროავტობუსი ტაქსი მანქანა
- გადახდა
- ₾ MC VISA AMEX
- აეროპორტი
- 90 წთ.
- რკინიგზის სადგური
- 90 წთ.
- ობიექტის ID
- #1156
სასტუმროს აღწერა
ნახულია 17,864-ჯერსასტუმრო ალაზნის ველი -ს ადგილმდებარეობაა თელავი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 90 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
- კონდიციონერი
- ფენი
სასტუმრო "ალაზნის ველი" მდებრეობს 10 წუთის სავალზე, ქალაქ თელავის ისტორიული ცენტრიდან და გთავაზაობთ 24 საათიან რეგისრტაციას.
სასტუმრო გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი საუზმით ყოველ დილით, ასევე შესაძლებელია ინდივიდულაური ტურების დაგეგმვა, მოთხოვნის საფუძველზე.
სასტუმრო "ალაზნის ველი" მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში, ცენტრიდან 1 კმ დაშორებით. სასტუმრო მოიცავს როგორც ნომრებს, ასევე საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები.
ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი აქსესუარებით, რაც თქვენს კომფორტულ განთავსებას უზრუნველყოფს. სასტუმროს რესტორანი განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული საღამოების მოსაწყობად.
რესტორანი „ალაზნის ველი“ განთქმულია საუკეთესო კერძებითა და მათი მომზადების ხელოვნებით. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქვევრის ღვინო და დატკბეთ მწვადის შეწვის საინტერესო სანახაობით გვეწვიეთ რესტორან "ალაზნის ველში", სადაც საუკეთესო ქართული ქვევრის ღვინო იდეალურად ერწყმის განუმეორებელ, ტრადიციულ კერძებს. კერძები მზადდება ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი პროდუქტებით.
თქვენს განკარგულებაშია:
• 200 ადამიანზე გათვლილი რესტორანი;
• ფოიეს ბარი;
• ღია ტერასა;
ჩვენ გთავაზობთ:
• ქართულ და ევროპულ სამზარეულოს
• დიეტურ, სამარხვო და ვეგეტარიანულ კერძებს (სურვილის შემთხვევაში)
სასტუმრო „ალაზნის ველი“ თელავში გთავაზობთ სარესტორნე კომპლექსს „კახურ ეზოს“. თქვენს განკარგულებაშია თანამედროვე და ძველებური ტიპის რესტორანი. „კახურ ეზოში“ თქვენ შეგიძლიათ გამოაცხოთ პური ტრადიციული ქართული მეთოდით, მიიღოთ მონაწილეობა ხინკლის დამზადებაში, მწვადის შეწვასა და ჩურჩხელის ამოვლებაში, ასევე ჭაჭის არყის გამოხდაში. შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ნატურალური ღვინო(დამზადებული ოჯახურ პირობებში) პირდაპირ ქვევრიდან.
სასტუმროს აქვს ბიზნეს-ცენტრი და დარბაზები საქმიანი შეხვედრებისათვის. სასტუმრო „ალაზნის ველი“ გთავაზობთ 30, 50, 100 და 200 კაციან საკონფერენციო დარბაზებს, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით - აუდიო აპარატურა, პროექტორი, დაფა, უკაბელო ინტერნეტი. სურვილისამებრ შესაძლებელია მრავალფეროვანი ყავის შესვენების (Coffee Break) ორგანიზება. ჩვენ გაძლევთ საშუალებას ერთ სივრცეში დაგეგმოთ და განახორციელოთ ნებისმიერი ტიპის ღონისძიება. ჩვენ გთავაზობთ საქმიანი შეხვედრებისთვის საუკეთესო გარემოს და პირობებს, მრავალფეროვან ყავის შესვენებას და ასევე უზრუნველვყოფთ თქვენს კომფორტულ განთავსებას სასტუმროში.
სასტუმრო "ალაზნის ველი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მათზე მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
სასტუმრო „ალაზნის ველის“ პერსონალი მზადაა დაგეხმაროთ ტურების დაგეგმვაში, ღვინის დეგუსტაციის ორგანიზებაში და თქვენი სურვილისამებრ მოაწყობს როგორც სადღესასწაულო, ასევე საქმიან შეხვედრებს ყველა დეტალის გათვალსწინებით.
მობრძანდით და ისიამოვნეთ ტრადიციული კახური სტუმართ-მასპინძლობით სასტუმრო "ალაზნის ველში".
სასტუმროს მომსახურებები
ბავშვები და დამატებითი საწოლი
ყველა 7 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
4 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
4 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
- ოთახში "Twin room with balcony" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
- ოთახში "Family Room with balcony" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
- ოთახში "Junior Suite with balcony" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
კარგია იცოდე
ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები დაიშვებიან მოთხოვნის საფუძველზე. შესაძლოა დაგეკისროთ დამატებითი გადასახადი
პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა
- ავანსად უნდა გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 15%. დარჩენილი თანხა გადაიხდება ადგილზე.
- Check in-მდე 2 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, დეპოზიტი დაგიბრუნდებათ. უფრო გვიან გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტი არ ბრუნდება.
Facebook კომენტარები
გაუზიარეთ გამოცდილება სხვა მოგზაურებს.