Back to mapეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ.

მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი.

საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული, რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი.

ხურომოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახავი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე საფლავის რელიეფურ ქვათა მდიდარი კოლექცია. სულ მუზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

მუზეუმი გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ხალხურ ფესტივალებსა და გამოფენებს მთელი წლის განმავლობაში.

http://museum.ge/

Address:

კუს ტბის გზატკეცილი #1, თბილისი

Phone:

+995 322 72 90 45

ეწვიეთ SoldOut.ge-ის იყიდეთ, გაყიდეთ, გააქირავეთ ან გააჩუქეთ მარტივად.