ეს დოკუმენტი კონფიდენციალურობის და Cookies პოლიტიკა არეგულირებს იმას, თუ როგორ იყენებს და იცავს Hotel24 თქვენს მიერ ვებსაიტის გამოყენებისას  მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

Hotel24 უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაცის დაცვას. ყოველთვის როდესაც გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდებას, რომელიც თქვენს იდენტიფიცირებას ახდენს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ ვიყენებთ მას ამ პოლიტიკის შესაბამისად.

Hotel24–ს შეუძლია დროდადრო შეიტანოს ცვლილებები ამ პოლიტიკაში მოცემული გვერდის შეცვლით. აუცილებელია, პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი არ ხართ. თუ თქვენ არ ეთანხმებით მომსახურების მოწოდების და ამ პოლიტიკის პირობებს, მაშინ უმჯობესია არ ისარგებლოთ ჩვენი საიტის მომსახურებით. ეს პოლიტიკა ძალაშია 2015 წლის 5 მაისიდან.

 

რა მონაცემებს ვაგროვებთ

ჩვენ შეგვიძლია შემდეგი მონაცემების შეგროვება:

  • თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მისამართის, მობილური ტელეფონის ნომრის, სახლის მისამართის და ტელეფონის ჩათვლით
  • დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა საფოსტო ინდექსი, ქვეყანა სადაც ცხოვრობთ, პრეფერენციები
  • IP მისამართი, ინეტრნეტის ბროუზერი, ოპერაციული სისტემა
  • მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული მონაცემები

 

როგორ ვამუშავებთ შეგროვებულ ინფორმაციას

ჩვენ ეს ინფორმაცია დაჯავშნის მომსახურების მოსაწოდებლად გვჭირდება, რათა განისაზღვროს რას აძლევთ უპირატესობას საუკეთესო მომსახურების მისაღებად. კერძოდ,

  • თქვენი online დაჯავშნის სამართავად, დასასრულებლად და თქვენი დაჯავშნის დეტალების იმ კომპანიებისთვის გადასაცემად, რომელთა მომსახურებითაც გსურთ რომ ისარგებლოთ.
  • თქვენი პირადი ჩანაწერების ადმინისტრირებისათვის, თქვენი ფავორიტი კომპანიების შესანახად.
  • ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფორმაცია ჩვენი პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
  • ჩვენ შეგვიძლია თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე პერიოდულად გამოგიგზავნოთ სარეკლამო ელექტრონული წერილები ახალი პროდუქტების, სპეციალური შეთავაზებების და სხვა ინფორმაციის თაობაზე, რომელიც თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს .
  • ვენ შეგვიძლია დროდადრო გამოვიყენოთ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია ბაზრის გამოკვლევის მიზნით ან თქვენთან დასაკავშირებლად, რათა შემოგთავაზოთ მიღებულ მომსახურებაზე გამოხმაურების დატოვება. ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე, ტელეფონით ან ფოსტით.
  • ჩვენ შეგვიძლია ინფორმაცია გამოვიყენოთ ვებსაიტის კონფიგურირებისათვის თქვენი ინტერესების და უპირატესებობების შესაბამისად.

 

როგორ ვიყენებთ სოციალურ ქსელებს

თითოეული ობიექტისათვის ჩვენ ინტეგრირებული გვაქვს Facebook plugin კომენტარებისათვის. თქვენს მიერ ჩვენს საიტზე კომენტარის დატოვებისას, ის შეიძლება თქვენ ან თქვენი მეგობრების „კედელზე“ გამოჩნდეს. ჩვენს საიტზე არის ე.წ. სოციალური ღილაკი – „გაზიარება“. ამ ღილაკზე დაჭერით,  თქვენ მეგობრებს ჩვენი საიტის შესახებ ინფორმაციას უზიარებთ. ჩვენ შეგვიძლია სოციალური მარკეტინგის ონლაინ მომსახურების გამოყენება ჩვენი მომსახურების თქვენთვის შესათავაზებლად, თქვენი  სოციალური ქსელის უსაფრთხოების და კონფიდენცია–ლურობის პოლიტიკის შესაბამისად.

 

უსაფრთხოება

ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება. არასანქცირებული წვდომის ან გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვიღებთ აუცილებელ და შესაბამის ფიზიკურ, ელექტრონულ და მართვის პროცედურებს ონლაინ მიღებული ინფორმაციის დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ SSL დაშიფვრის პროტოკოლს ჩვენი საიტის ყველა გვერდზე. ასე რომ ჩვენ ვიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მომხამრებლის სახელი, პაროლი და ა.შ.

ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ თქვენ სადებეტო/საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას. მომსახურების საფასურის გადახდისას, თქვენ ისეთ უფლებამოსილ, ავტორიზებულ და უსაფრთხო სისტემაზე გადადიხართ, მაგალითად, როგორიცაა Paypal-ი.

თანხა, რომელიც განთავსებულია და ინახება საიტის თქვენ ბალანსზე (საფულე), დაცულია იმ პაროლით, რომელსაც იყენებთ. ამიტომ გთხოვთ, არ გაუმჟღავნოთ ის სხვა პირებს (ჩვენ ვითხოვთ, რომ პაროლი მინიმუმ 8 სიმბოლოსგან შედგებოდეს, რომელთაგან მინიმუმ 2 ციფრია).

 

თქვენი მონაცემების მესამე მხარისათვის გადაცემა

არსებობს შემთხვევები, როდესაც თქვენ მონაცემებს მესამე მხარეს გადავცემთ:

  • ჩვენ გადავცემთ მონაცემებს იმ კომპანიებს, რომელთაც ჩვენი საიტის გამოყენებით ჯავშნით.
  • ჩვენ შეიძლება გადავცეთ მონაცემები სამართალდამცავ ორგანოებს ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში –  დანაშაულებრივი ქმედებების ან თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად ან ბრალის წარსადგენად.
  • ჩვენი კომპანიის უფლებამოსილ თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ  მონაცემები თქვენთან დასაკავშირებლად ახალი პროდუქტების შემოსათავაზებლად ან მომხმარებლის მხარდაჭერის მიზნით.

 

როგორ მუშაობს მიმოხილვა და ვინ ნახავს ჩემს გამოხმაურებას?

თქვენ შეგიძლიათ გამოხმაურების (მიმოხილვის) დატოვება მხოლოდ იმ ობიექტზე, რომელიც დაჯავშნეთ ან იქირავეთ. ეს შეიძლება გაკეთდეს დაჯავშნის პერიოდის გასვლის შემდეგ. გამოხმაურება აუცილებელი არ არის.  გამოხმაურების დატოვების შემდეგ ის საიტის ადმინისტრატორის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული. ჩვენი საიტის ყველა მნახველს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება გამოხმაურების ნახვა. გამოხმაურების დატოვებით თქვენ თანხმდებით, რომ ის საჯარო გახდება და ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენება ჩვენი პროდუქტების შესათავაზებლად სოციალური ქსელის  და რეკლამის სხვა არხების საშუალებებით. გამოხმაურების ადეკვატურობაში დასარწმუნებლად ჩვენ ვიყენებთ ხმის მიცემის პროცედურას (ვეთანხმები ან არ ვეთანხმები). ამიტომ შეიძლება იყვნენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც არ ეთანხმებიან თქვენ გამოხმაურებას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ წავშალოთ ან ცოტათი შევცვალოთ გამოხმაურება, თუ ამას მიზანშეწონილად ჩავთვლით.

 

როგორ ვიყენებთ Cookie–ებს

Cookie ეს არის პატარა ფაილი, რომელიც თქვენი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ინტერნეტ ბროუზერში თავსდება. ის ვებ ტრაფიკის ანალიზში გამოიყენება. Cookie  საშუალებას იძლევა ვებ აპლიკაციებმა თქვენი საჭიროებების შესაბამისად მოახდინონ რეაგირება იმ ინფორმაციის დამახსოვრების გზით, რომელსაც თქვენ აძლევთ უპირატესობას (მაგალითად, ენა, ვალუტა)ჩვენ ვიყენებთ Cookie ლოგირებულ ტრაფიკს, რათა დავადგინოთ რომელი გვერდები გამოიყენება. ეს საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ვებსაიტზე ტრაფიკის ანალიზი და გავაუმჯობესოთ საიტი მომხმარებლის ინეტრესების გათვალისწინებით. ჩვენ ამ ინფორმაციას მხოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის ვიყენებთ და მოგვიანებით მონაცემები სისტემიდან იშლებასაერთო ჯამში Cookie გვეხმარება საუკეთესო საიტი მოგაწოდოთ, საშუალებას გვაძლევს ვნახოთ რომელი გვერდია თქვენთვის სასარგებლო და რომელი არა. Cookie არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ თქვენ კომპიუტერზე წვდომა ან ვნახოთ რაიმე სხვა ინფორმაცია, გარდა იმისა რაც თქვნ თვითონ მოგვაწოდეთ. ინტერნეტ ბროუზერები ავტომატურად იღებენ Cookie ფაილებსმაგრამ, როგორც წესი,  თქვენ გაქვთ საშუალება შეცვალოთ ბროუზერის პარამეტრები და არ მიიღოთ Cookie  ფაილები, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევთ. შესაძლოა, ამან უარყოფითად იმოქმედოს ვებსაიტის მუშაობის ხარისხზე და ვერ მიიღოთ მისი ფუნქციონალი სრულყოფილად.

 

ვის შეუძლია ისარგებლოს Hotel24 მომსახურებით?

ჩვენი ვებსაიტის სარგებლობა ნებისმიერ 18 წელზე მეტი ასაკის პიროვნებას შეუძლია.

 

სხვა ვებგვერდებზე ბმულები

ჩვენი საიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა ისეთი ვებგვერდზე ბმულებს, რომლებიც დაგაინტერესებთ. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მას შემდეგ რაც დატოვებთ ჩვენს საიტს, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმ ვებსაიტს, სადაც გადახვედით. შესაბამისად, ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები იმ ინფორმაციის დაცვასა და უსაფრთხოებაზე, რომელსაც თქვენ მიაწვდით ამ საიტებს. ასეთ საიტებზე არ ვრცელდება მოცემული პოლიტიკა. თქვენ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და გაეცნოთ იმ საიტის უსაფრთხოების პოლიტიკას, სადაც გადახვედით.

 

თქვენი პირადი მონაცემების კონტროლი

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ პირადი მონაცემები პირადი ანგარიშის და დაჯავშნის პროფილის რედაქტირების საშუალებით.

 

ჩვენ თქვენ პირად მონაცემებს არ გავყიდით, გავავრცელებთ ან იჯარით არ გადავცემთ მესამე პირებს, თუ ნებართვა არ გვექნება თქვენგან მიღებული  ან კანონი არ მოითხოვს ამას. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, რათა გამოგიგზავნოთ სარეკლამო ინფორმაცია მესამე პირების შესახებ, რომელმაც ჩვენი აზრით შეიძლება დაგაინტერესოთ.

 

ეს პოლიტიკა ძალაშია 2015 წლის 5 მაისიდან.