დაამატეთ სასტუმრო : 

 სასტუმროს დამატება    

გაითვალისწინეთ: 

1) საიტზე მომხმარებლის რეგისტრაცია საჭირო არ არის

2) საკმარისია ერთხელ შეავსოთ ფორმა, მხოლოდ ერთ ენაზე

3) ფორმის შევსების და გაგზავნის შემდეგ დაამატეთ სურათები და დაელოდეთ დაკავშირებას. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ 3 სამუშაო დღის ვადაში. შევსების შემდეგ, ავტომატურად სასტუმრო არ ჩნდება საიტზე. 

 

ჩვენი მთავარი განსხვავება სხვა საქართველოს კატალოგებისგან არის ის, რომ ჩვენ ვაძლევთ მომხმარებლებს საშუალებას დაჯავშნონ და გადაიხადონ ონლაინ პლასტიკური ბარათის ან Paypal-ის მეშვეობით. დასაჯავშნად მომხმარებელი ჯერ ამოწმებს თავისუფალ ადგილებს, რის შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, აქვს 24 საათი, რომ გადაიხადოს ავანსი (მაგალითად 15% ან პირველი დღის საფასური). ავანსის გადახდის შემდეგ ჯავშანი საბოლოოდ შედის ძალაში. გადახდილი ავანსი ირიცხება საიტის ანგარიშზე. ანგარიშსწორება საიტის და სასტუმროს შორის ხდება მომხმარებლის შესახლების შემდეგ.

 

სასტუმროს განთავსება უფასოა! ჩვენ ასევე ვიღებთ თავზე მომხმარებლების მოზიდვის ხარჯებს და ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ მხარდაჭერას და ტრეინინგებს!

ჩვენი თანამშრომლები არ მოაკლებენ ენერგიას და დროს, რომ თქვენი სასტუმრო განთავსდეს რაც შეიძლება სწრაფად და თქვენი თანამშრომლები ისწავლონ სისტემასთან მუშაობა.

 

Hotel24.ge იტოვებს საკომისიოს ყოველი განთავსებული ჯავშანიდან.

სტანდარტულად საიტის საკომისიო შეადგენს 15%-ს განხორციელებული ჯავშნიდან. 

აქცია მხოლოდ ახალი დარეგისტრირებული სასტუმროებისთვის!

გვაქვს შესაძლებლობა გავხადოთ ჩვენი საკომისიო 5%, თუ თქვენ გადაიხდით წლიური ხელმოწერის საფასურს:

სასტუმროს ტიპი წლიური საფასური
აპარტამენტი / კოტეჯი / ვილა 20 ლარი
პატარა სასტუმრო (10 ნომრამდე) 30 ლარი
საშუალო სასტუმრო (11-30 ნომრამდე) 50 ლარი
დიდი სასტუმრო (31-50 ნომრამდე) 80 ლარი
XL სასტუმრო (51 ნომერი და მეტი) 100 ლარი

 

 

საიტზე შესაძლებელია განათავსოთ:

  • ოტელი / სასტუმრო
  • საოჯახო სასტუმრო
  • აპარტოტელი
  • ბინა / აპარტამენტი
  • კოტეჯი
  • ვილა / აგარაკი
  • ჰოსტელი

 

განთავსება შეუძლია:

  • ნებისმიეტი ტიპის იურიდიულ პირს ან
  • ნებისმიერ ფიზიკურ პირს

 

რას აძლევს Hotel24.ge თქვენს ბიზნესს?

  • მიიღეთ მძლავრი სასტუმროს პროცესების და რესურსების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა უფასოდ!
  • მიიღეთ ახალი და ეფექტური სარეკლამო და მომხმარებლების მოზიდვის არხი
  • მოიზიდეთ მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან
  • მართეთ სასტუმროს რესურსები ეფექტურად, გამოიყენეთ 100% თქვენი ბიზნესის შესაძლებლობებიდან
  • დაიზღვიეთ თავი არასასურველი გაუქმებული ჯავშანებისგან
  • შეუქმენით თქვენ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი (გვაქვს უნიკალური უფასო ზარების ფუნქციონალი, რომლის საშუალებით მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია თქვენთან დაკავშირება მობილურზე ან ქალაქის ნომერზე და დეტალების დაზუსტება)

 

გსურთ განათავსოთ თქვენი სასტუმრო საიტზე Hotel24.ge და გადახვიდეთ თქვენი ბიზნესის განვითარების შემდეგ ეტაპზე?

 

თუ დაინტერესდით ჩვენი შეთავაზებით მაშინ განათავსეთ თქვენი სასტუმრო ან დაგვიკავშირდით!