აპარტამენტში დასუფთავებისა და სარეცხის გარეცხვის მომსახურება ფასიანია.
ადგილზე არის თეთრეული 2 ადამიანისთვის.
მგზავრები ბაკურიანის მდებარეობა : სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში, კოხტა გორის გადასახვევთან.
კომპლექსიდან სულ რაღაც 2 კილომეტრშია ე.წ 25 მეტრიანი სასრიალო ტრასა, "კოხტა გორის" საბაგირომდე 600 მეტრში.
თბილისსა და ბაკურიანს შორის მანძილი 180კმ-ია (111.847 მილი), ხოლო ბორჯომიდან ის მხოლოდ 30კმ-შია (18.6411 მილი).
"მგზავრები ბაკურიანი" - თავისი უნიკალური კლიმატური პირობების წყალობით, საუკეთესო დასასვენებელი ადგილია როგორც ზამთრის სეზონზე ასევე ზაფხულში!
ის ერთნაირად მომხიბვლელია როგორც ოჯახების დასვენებისათვის, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის.
სასტუმროს ტერიტორიაზე :რესტორანი,პიცერია,ბუფეტი,მარკეტი,თონე,საბილიარდე,საკონფერენციო დარბაზი,მინი სასრიალო ტრასა, ციგურების მოედანი,თხილამურების და ციგურების გაქირავების სერვისი
ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
აპარტამენტში შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 2 ბავშვისთვის ან 2 მოზრდილი ადამიანისთვის. ასევე შესაძლებელია დივნის გაშლა 2 ადამიანისთვის.
ადგილზე არ არის თეთრეული დამატებითი საწოლებისთვის.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.