

ფასების ნახვა
აპარტ-ოტელი “The valey residences & Spa” ბაკურიანში არის რედკოს ახალი დასასვენებელი ადგილი მთელი ოჯახისთვის, ულამაზესი მთის ხედებით და შესანიშნავი მყუდრო გარემოთი.
ბაკურიანის ხმაურიანი ცენტრიდან მოშორებით, დიდველის სათხილამურო საბაგირომდე ფეხით მხოლოდ 5 წუთში მოხვდებით.
ყველა სასტუმროს ოთახს აქვს თავისი აივანი და სამზარეულოა, რაც დამატებითი კომფორტია დამსვენებლებისთვის. სასტუმროში ასევე გაიხსნა ახალი რესტორანი უგემრიელესი კერძებით სადაც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეუკვეთოთ შვედური საუზმე და “ალა კარტ” ვახშამი.
ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. კურორტი გამოირჩევა თავისი კლიმატური პირობებით, წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოებით, მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებით და ხეობების თვალწარმტაცი ხედებით. დღესდღეობით ბაკურიანი არა მხოლოდ ზამთრის სპორტის ცენტრია, არამედ იგი ცნობილია როგორც საოჯახო კურორტი. აქ თქვენ შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით, იკატაოთ ციგებაზე და თოვლის ბურანებზე, გაისეირნოთ ცხენით და შეისწავლოთ მიმდებარე ტერიტორიები.
სტუმრების განსახლების დროს დასუფთავების სამსახური არ ფუნქციონირებს. არის თეთრეული 4 ადამიანისთვის.
ყველა ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
მაცივარი ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
ფენი ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
მიკროტალღური ღუმელი ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
ამ ქონებას მართავს მფლობელი
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები ნებადართულია
ძაღლები ნებადართულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
ლივტი
შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
არის ზამთრის სპორტის ობიექტები
ცენტრალური გათბობა
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პიკნიკის ზონა ადგილზე ან ახლოს
საბავშვო სათამაშო ზონა ადგილზე
ქონებაში არის ტელევიზორი
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ძაღლები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 7 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.