აპარტამენტი მდებარეობს ბაკურიანში, დიდველზე 4 ვარსკვლავიან სასტუმროში. სასტუმროში არის ბარ-რესტორანი, აუზი და სპა ცენტრი. ბინიდან იშლება ხედი დიდველზე. ასევე, აპარტამენტს აქვს თხილამურების შესანახი სპეციალური სათავსო!
სტუმრების განსახლების დროს დასუფთავების სამსახური არ ფუნქციონირებს. არის თეთრეული 4 ადამიანისთვის.ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ძაღლები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 3 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
შესაძლებელია დივნის გაშლა 2 ადამიანისთვის.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.