Hotel24.ge
შესვლა

ახალი გუდაური ლოფტ 2

★★★★

საცხოვრებლის ინფორმაცია

ქალაქი
გუდაური
ტიპი
აპარტამენტები
შეფასება
★★★★
მისამართი
ახალი გუდაური, ლოფტ 2, სართული 2, ბინა 209
შესვლა
14:00
გასვლა
12:00
ტრანსპორტი
ავტობუსი მიკროავტობუსი ტაქსი მანქანა
აეროპორტი
120 წთ.
საბაგირო
5 წთ.
საცხოვრებლის ID
#3116

აპარტამენტის აღწერა

ნახულია 13,913-ჯერ

„ახალი გუდაური ლოფტ 2“ მდებარეობს გუდაურში. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 2 საათის სავალ მანძილზე.

ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი ბაღით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ბინას აქვს:

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • აივანი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • ფენი

მოთხოვნის შემთხვევაში დასუფთავების მომსახურება ფასიანია!

ქონებას აქვს თხილამურების შესანახი სათავსო!

გუდაური, მისი გამაოცებელი მწვერვალებით, არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში. კურორტი პოპულარულია როგორც გამოცდილი მოთხილამურეების ასევე მოყვარულთა შორის. გუდაური გთავაზობთ როგორც მრავალფეროვან სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებს, ასევე პარაგლაიდინგის და ჰელი-სკიინგის ინფრასტრუქტურას.

„ახალი გუდაური" კურორტ გუდაურის ახალი საცხოვრებელი და სარეკრეაციო ზონაა. ტერიტორიის განვითარება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, დღეს კი „ახალი გუდაური" კურორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა, რაც მისმა ინფრასტრუქტურამ განაპირობა, რომელიც მოიცავს:

- ახალ გონდოლის ტიპის საბაგიროს;
- ოთხ დასრულებულ აპარტოტელს;
- რამოდენიმე რესტორანსა და კაფეს;
- საბაგიროსა და სხვა გარე გასართობ კეთილმოწყობილობას ბავშვებისათვის;
- მაღაზიებს;
- თხილამურების გამქირავებელ ობიექტებს;
- სათხილამურო სკოლებს;
- სპა ცენტრს.

მთების შუაგულში, სათხილამურო კურორტ გუდაურის ახლად განვითარებულ ნაწილში მდებარე აპარტოტელების ქსელი „New Gudauri" გთავაზობთ პირდაპირ წვდომას ახალ საბაგირო გზაზე (გონდოლა).

აპარტოტელ „New Gudauri I"-ში მდებარე გემოვნებით მოწყობილი რესტორანი ცნობილია თავისი თბილი ატმოსფეროთი, გემრიელი კერძებით, ღვინის ფართო არჩევნითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. რესტორანში მოგემსახურებათ მცოდნე და მეგობრული პერსონალი. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული და პოპულარული ევროპული კერძები. სეზონის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას იმართება სპეციალური საღამოები გასართობი პროგრამებითა და ცოცხალი მუსიკით.

რესტორანი ხელმისაწვდომია დახურული ღონისძიებებისათვის მთელი წლის განმავლობაში. კერძო ღონისძიებებზე 130-მდე სტუმრით, რესტორანი იჯავშნება მთლიანად.

აპარტოტელ "New Gudauri II"- ში მდებარე RED-CO-ს სპა ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა პროცედურებს სტრესის მოსახსნელად და განწყობის ასამაღლებლად. მასაჟი ჩვენს სპა ცენტრში არაჩვეულებრივი საშუალებაა დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის. ჩვენი კვალიფიცირებული სპეციალისტები დაგეხმარებიან ინდივიდუალური პროდეცურების შერჩევაში.

სპა ცენტრი ასევე მოიცავს დახურულ აუზსა და სრულად აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს.

სასტუმროს მომსახურებები

სააბაზანო
ფენი
საშხაპე
აივანი
უთო
მიკროტალღური ღუმილი
მაცივარი
ბავშვებს მივესალმებით
Wifi
მართავს მფლობელი
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
დასუფთავების მომსახურება
ვალუტის გაცვლა
ლივტი
შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
ზამთრის სპორტი
ცენტრალური გათბობა
ბარი
საკუთარი რესტორანი
საკუთარი ბაღი
სასეირნო ბილიკი
საბავშვო სათამაშო ზონა
ტელევიზია
ტელევიზორი
ღამის კლუბი

ბავშვები და დამატებითი საწოლი

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!

შესაძლებელია დივნის გაშლა 2 ადამიანისთვის.

კარგია იცოდე

ტარიფები არ მოიცავს კვებას.

შინაური ცხოველები აკრძალულია.

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

  • ავანსად უნდა გადაიხადოთ 1 ღამის საფასური. შეკვეთის დარჩენილი თანხა გადაიხდება ადგილზე.
  • Check in-მდე 2 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, დეპოზიტი დაგიბრუნდებათ. უფრო გვიან გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტი არ ბრუნდება.
  • აუცილებელი პირობაა საცხოვრებელი დაიჯავშნოს მინიმუმ 2 ღამით.

ნომრები და ფასები

apartment

apartment

2 სტუმრამდე

ნომერში არის 1 საძინებელი, 1 სააბაზანო, 1 სამზარეულო, 1 აივანი. სრული ფართობია 28 მ². საწოლები და ტევადობა: 1 King ზომის საწოლი, 2 დივანი. ნომერს აქვს: ინდივიდუალური სააბაზანო, სამზარეულო, ა...

apartment

apartment — 1

1 / 8

ნომრის აღწერილობა

ნომერში არის 1 საძინებელი, 1 სააბაზანო, 1 სამზარეულო, 1 აივანი. სრული ფართობია 28 მ².

საწოლები და ტევადობა: 1 King ზომის საწოლი, 2 დივანი.

ნომერს აქვს: ინდივიდუალური სააბაზანო, სამზარეულო, აივანი, King size საწოლი, ხედი მთაზე, გათბობა, Wi-Fi, ტელევიზორი, მაცივარი, სამზარეულოს აქსესუარები, მიკროტალღური ღუმელი, დივანი, სამუშაო მაგიდა, გარდერობი, უთო, საშხაპე, სააბაზანოს აქსესუარები, აბაზანის თეთრეული, თმის საშრობი.

განლაგება

  • ფართობი: 28 მ²
  • 1 საძინებელი
  • 1 სააბაზანო
  • 1 სამზარეულო
  • 1 აივანი

საწოლები და ტევადობა

  • 1 King ზომის საწოლი
  • 2 დივანი

კომფორტები

  • ინდივიდუალური სააბაზანო
  • სამზარეულო
  • აივანი
  • King size საწოლი
  • ხედი მთაზე
  • გათბობა
  • Wi-Fi
  • ტელევიზორი
  • მაცივარი
  • სამზარეულოს აქსესუარები
  • მიკროტალღური ღუმელი
  • დივანი
  • სამუშაო მაგიდა
  • გარდერობი
  • უთო
  • საშხაპე
  • სააბაზანოს აქსესუარები
  • აბაზანის თეთრეული
  • თმის საშრობი

Facebook კომენტარები

გაუზიარეთ გამოცდილება სხვა მოგზაურებს.

მსგავსი სასტუმროები