აპარტამენტი/ბინა ახალი გუდაური 2, ბინა 108 -ს ადგილმდებარეობაა გუდაური. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 120 წუთის სავალ მანძილზე.
ბინაში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, ფიტნეს დარბაზით, აუზით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
ბინას აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- საშხაპე
- ტელევიზორი
ბინა მდებარეობს გუდაურში, რედკოს კორპუსში, გონდოლასთან ძალიან ახლოს.
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ფასიანი დასუფთავება!
"New Gudauri 2" ში არის: აუზი, სპა, საუნა, ფიტნესი, ბარი - რესტორანი, თხილამურების გაქირავება.
გუდაური, მისი გამაოცებელი მწვერვალებით, არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში. კურორტი პოპულარულია როგორც გამოცდილი მოთხილამურეების ასევე მოყვარულთა შორის. გუდაური გთავაზობთ როგორც მრავალფეროვან სათხილამურო და სნოუბორდის ტრასებს, ასევე პარაგლაიდინგის და ჰელი-სკიინგის ინფრასტრუქტურას.
„ახალი გუდაური" კურორტ გუდაურის ახალი საცხოვრებელი და სარეკრეაციო ზონაა. ტერიტორიის განვითარება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, დღეს კი „ახალი გუდაური" კურორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა, რაც მისმა ინფრასტრუქტურამ განაპირობა, რომელიც მოიცავს:
- ახალ გონდოლის ტიპის საბაგიროს;
- ოთხ დასრულებულ აპარტოტელს;
- რამოდენიმე რესტორანსა და კაფეს;
- საბაგიროსა და სხვა გარე გასართობ კეთილმოწყობილობას ბავშვებისათვის;
- მაღაზიებს;
- თხილამურების გამქირავებელ ობიექტებს;
- სათხილამურო სკოლებს;
- სპა ცენტრს.
მთების შუაგულში, სათხილამურო კურორტ გუდაურის ახლად განვითარებულ ნაწილში მდებარე აპარტოტელების ქსელი „New Gudauri" გთავაზობთ პირდაპირ წვდომას ახალ საბაგირო გზაზე (გონდოლა).
აპარტოტელ „New Gudauri I"-ში მდებარე გემოვნებით მოწყობილი რესტორანი ცნობილია თავისი თბილი ატმოსფეროთი, გემრიელი კერძებით, ღვინის ფართო არჩევნითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. რესტორანში მოგემსახურებათ მცოდნე და მეგობრული პერსონალი. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული და პოპულარული ევროპული კერძები. სეზონის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას იმართება სპეციალური საღამოები გასართობი პროგრამებითა და ცოცხალი მუსიკით.
რესტორანი ხელმისაწვდომია დახურული ღონისძიებებისათვის მთელი წლის განმავლობაში. კერძო ღონისძიებებზე 130-მდე სტუმრით, რესტორანი იჯავშნება მთლიანად.
აპარტოტელ "New Gudauri II"- ში მდებარე RED-CO-ს სპა ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა პროცედურებს სტრესის მოსახსნელად და განწყობის ასამაღლებლად. მასაჟი ჩვენს სპა ცენტრში არაჩვეულებრივი საშუალებაა დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის. ჩვენი კვალიფიცირებული სპეციალისტები დაგეხმარებიან ინდივიდუალური პროდეცურების შერჩევაში.
სპა ცენტრი ასევე მოიცავს დახურულ აუზსა და სრულად აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს.