„არაგვი“ მდებარეობს გუდაურში. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 2 საათის სავალ მანძილზე.
საცხოვრებელში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
საცხოვრებელს აქვს:
- ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
- აივანი
- ტელევიზორი
- ფენი
სტუმრების განკარგულებაშია საუნა, რესტორანი, ბარი ქართული სასმელებით. ასევე ნომრის ღირებულებაში შედის საბაგიროს მომსახურებაც. დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ თხილამურების გაქირავების სერვისით.