სასტუმრო გელერი პალასი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ულამაზეს რაიონში – სოლოლაკში, კანცელარიის გვერდით. ის მდებარეობს თავისუფლების მოედნიდან 450 მეტრში.
ოთახების ფანჯრებიდან და აივნებიდან მშვენიერი ხედები იშლება. გელერი პალასის ზოგ ოთახში არის დასასვენებელი მიმღები ზონა. სასტუმრო გთავაზობთ კონსიერჟის მომსახურებასაც.
გელერი პალასი გთავაზობთ ველნეს ცენტრი, ჯაკუზით და საუნით.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიზნეს ცენტრი და სამუშაო შეხვედრის ადგილი.
გელერი პალასის სასტუმროდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული სახელმწიფო აკადემიური თეატრის მიმართულებით 800 მეტრია და ფალიაშვილის საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრამდე 1.4 კილომეტრია.
მხოლოდ 15 წუთის სავალზეა ნარიყალას ციხე. ფეხით 20 წუთის სავალზეა თბილისის ცენტრი.
რესტორნები სასტუმროდან ფეხით 10 წუთის სავალ მანძილზეა.
სასტუმრო «გელერი პალასი» განთავსებულია 5 სართულიან ელეგანტურ შენობაში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 70 ნომერს: სტანდარტული , დელაქსი, სუპერიორი და ჯუნიორი. თანამედროვე დიზაინი, უფასო Wi-Fi, LED- ტელევიზორი საერთაშორისო არხებით, და თითოეული ნომრის კლიმატის კონტროლის სისტემა, შექმნის ყველა საჭირო პირობას ჩვენი სტუმრების კომფორტული დასვენებისთვის. ყურადღებიანი და მზრუნველი პერსონალი არ დატოვებს გულგრილს ყველაზე მომთხოვნ სტუმარსაც კი.
«გელერი პალასი»– იდეალური ადგილია მთელი ოჯახის დასვენებისთვის, რომანტიული საღამოებისთვის, საქმიანი მივლინებებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული და გასართობი ღონისძიებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრში ეს არ მოქმედებს თქვენი დასვენების კომფორტზე. ჩვენს სატუმროში დასვენებისას თქვენ აღმოჩნდებით სიმყუდროვის და სიმშვიდის ატმოსფეროში. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს დარბაზის დამატებითი მომსახურებით, საუნით, ჯაკუზით და მასაჟის ოთახით. საღამოობით სასტუმრო «გელერი პალასი» სთავაზობს თავის სტუმრებს ეწვიონ სასტუმროს რესტორანს – ,,გელერი“.
თქვენ დაგეგმეთ პრეს-კონფერენცია, პრეზენტაცია, ტრენინგი, ფორუმი, სემინარი ან გამოფენა? «გელერი პალასი» იდეალური ვარიანტია თქვენთვის! საკონფერენციო დარბაზის დეტალურად გააზრებული დიზაინი ყველა უახლესი საჭირო ტექნოლოგიების აღჭურვილობით და ტევადობით 50 კაცამდე, უზრუნველყოფს ნებისმიერი დონის და მიმართულების ღონისძიების წარმატებას. ასევე მოთხოვნისამებრ რესტორანი „გელერი” გთავაზობთ ყავის შესვენებას, ბიზნეს ლანჩს და გალა ვახშამს. კვალიფიცირებული პერსონალი კი დაგეხმარებათ თქვენ ნებისმიერ საკითხში.
ჩვენს სპა ცენტრში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ საუნას, განიტვირთოთ ჯაკუზიში, აგრეთვე ეწვიოთ პროფესიონალ მასაჟისტს, რომელიც ფლობს მასაჟის სხვადასხვა ტექნიკას:
თქვენი კომფორტისათვის სპა ცენტრში 24 საათის განმავლობაში ხდება ყველა მომსახურების გაწევა, გარდა მასაჟის. მასაჟის კაბინეტის სამუშაო საათები – ყოველდღიურად 12:00-დან 21:00-მდე, გარდა სამშაბათისა. ჩვენ გირჩევთ წინასწარ დაჯავშნოთ სპა მომსახურებები.
რესტორნის ელეგანტურ და ნათელ დარბაზში სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, დატკბნენ ცნობილი ქართველი მხატვრების უნიკალური სურათებით და განიტვირთონ მყუდრო და დახვეწილ გარემოში.
უმაღლესი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობილი ატმოსფერო არ დატოვებს გულგრილს ყველაზე დახვეწილ შემფასებლებს და რესტორნის კრიტიკოსებსაც კი. რესტორანი “Gallery” – არის მშვენიერი ადგილი იმისათვის, რომ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრა, ბანკეტი, ივახშმოთ ოჯახთან ერთად ან გაატაროთ მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამო.
ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 3 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
3 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
3 დან 12 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი ღირს 20 ლარი ერთი ღამით!
12 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 40 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.