სასტუმრო ვილა რეტა & სპა starstarstarstar ფასების ნახვა

ვილა რეტა & სპა 0ვილა რეტა & სპა 1ვილა რეტა & სპა 2ვილა რეტა & სპა 3ვილა რეტა & სპა 4ვილა რეტა & სპა 5ვილა რეტა & სპა 6ვილა რეტა & სპა 7ვილა რეტა & სპა 8ვილა რეტა & სპა 9ვილა რეტა & სპა 10ვილა რეტა & სპა 11ვილა რეტა & სპა 12ვილა რეტა & სპა 13ვილა რეტა & სპა 14ვილა რეტა & სპა 15ვილა რეტა & სპა 16ვილა რეტა & სპა 17ვილა რეტა & სპა 18ვილა რეტა & სპა 19ვილა რეტა & სპა 20ვილა რეტა & სპა 21ვილა რეტა & სპა 22ვილა რეტა & სპა 23ვილა რეტა & სპა 24ვილა რეტა & სპა 25ვილა რეტა & სპა 26ვილა რეტა & სპა 27ვილა რეტა & სპა 28ვილა რეტა & სპა 29ვილა რეტა & სპა 30ვილა რეტა & სპა 31ვილა რეტა & სპა 32ვილა რეტა & სპა 33ვილა რეტა & სპა 34ვილა რეტა & სპა 35ვილა რეტა & სპა 36ვილა რეტა & სპა 37ვილა რეტა & სპა 38

სოფ. გრიგოლეთი, ფოთი, ლანჩხუთის რაიონი, საქართველო

სასტუმროსთან დასაკავშირებლად დარეკეთ 790250555;

ნაბიჯი 1
აირჩიეთ სასურველი ნომერი
ნაბიჯი 2
შეამოწმეთ თავისუფალი ადგილები
ნაბიჯი 3
მიიღეთ თავისუფალი ადგილების დადასტურება
ნაბიჯი 4
გადაიხადეთ ავანსი და დაჯავშნეთ
მიუთითეთ თარიღები

Სასტუმროს აღწერა
14218

სასტუმრო ვილა რეტა & სპა -ს ადგილმდებარეობაა ფოთი. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 1 საათის სავალ მანძილზე, ავტოსადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე.

სანაპირო ზოლი მდებარეობს სასტუმროდან ფეხით 4 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, სათამაშო ზონით ბავშვებისთვის, ტაქსის სერვისით, საუნით, განიტვირთოთ მასაჟის პროცედურებით, ბილიარდით, აუზით, დასუფთავების მომსახურებით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ყველა ნომერს აქვს :
  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • ტელეფონი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი
  • ფენი

მრავალწლიანი ფიჭვების გარემოცვაში იქმნება სამკურნალო მიკროკლიმატი, რომელიც ზაფხულის თაკარა სიცხეშიც კი სასიამოვნო სიგრილეს ჩუქნის დამსვენებლებს. აქ შექმნილია იდეალური პირობები მათთვის, ვინც აფასებს ხმაურიანი ცივილიზაციიდან განმარტოებას, სიმშვიდეს და ბუნების სილამაზეს, განუმეორებელ ეკოლოგიას, სუფთა, კეთილმოწყობილ სანაპიროს და თბილ წყალს.

კეთილმოწყობილი ეზო და პლიაჟი, ზღვისპირა ბარი, სპორტული თამაშობანი, საბავშვო მოედანი, დახურული აუზი, სპა სალონი და სატუმრო 35–40 დამსვენებელზე. ერთი სართული მთლიანად დათმობილი აქვს სპა სალონს, საიდანაც დახურული გადასასვლელით მოხვდებით საცურაო აუზში.

დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, საუნებით, ბიბლიოთეკით. სამრეცხაოს მომსახურებით, რესტორნით, ფიზიოთერაპიული, ლაზეროთერაპიული, კოსმეტოლოგიური და სხვა სამედიცინო დახმარებით – სპა პროცედურების მთელი კომპლექსით. ექსკურსიებით სხვადასხვა მარშრუტებზე.

სპა სასტუმრო „ვილა რეტა“ თავაზობს დამსვენებლებს შემდეგ მომსახურებას (მათგან უმეტესობას უფასოდ):

• ავსტოსადგომი (დაცვით)
• ბარი სასტუმროს მისაღებში
• ბარი პლაჟზე და აუზთან
• უფასო გაზეთები ჰოლში
• იზოლირებული ეზო
• ტრანსფერი აეროპორტში (დამატებით გადახდით)
• ინტერნეტი (უკაბელო)
• მზის დამცავი ზონტი და შეზლონგი
• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კონდენცირება
• საკონფერენციო დარბაზი (მცირერიცხოვანი ჯგუფებისათვის)
• მასაჟის და საპროცედურო კაბინეტები
• მრავალენოვანი პერსონალი
• რესტორანი მისაწვდომ ფასებში
• სამრეცხაოს მომსახურება
• დანადგარები ფიტნესისათვის
• ნომრების მომსახურება (სადღეღამისო)
• სამკურნალო–გამაჯანსაღებელი სპა–ცენტრი
• რეგისტრაციისა და მომსახურების განყოფილება (სადღეღამისო)
• დაცვა
• საცურაო აუზი (დახურული) განსაზღვრულია ბავშვებისათვისაც
• ლიფტი
• დახმარება ექსკურსიებისა და მგზავრობების ორგანიზებაში
• რესტორანი სასტუმროს შენობაში
• საუნა
• სეიფი ძვირფასეულის შესანახად (რეცეფშენში)
• დაჩქარებული რეგისტრაცია მიღებისას
• დაჩქარებული რეგისტრაცია გამგზავრების

რესტორანში თქვენი სურვილისამებრ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დიეტები გახდომისათვის ან წონის მომატებისათვის, აგრეთვე სპეციალური დიეტური კვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისას.

შემოთავაზებული პროდუქტებისა და ულუფების  სტანდარტული ჩამონათვალი შეიძლება შეივსოს სხვადასხვა კერძებით დაბალკალორიული პროდუქტებისაგან,  სალათებით, ბოსტნეულისა და ხილის სუფლეებით, პუდინგებით, ცხელი კერძებით.

სწორი კვება უდევს საფუძვლად ჩვენს მიერ არჩეულ კვების მეთოდიკას. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მცირე კალორიული, გამწმენდი, დისოცირებული დიეტები დამსვენებლებს, რომლებიც სრულ პანსიონზე იმყოფებიან, ყოველდღიურად ვთავაზობთ ასარჩევად და შესაკვეთად სადილისათვის და ვახშმისათვის სამ–სამ დასახელებას სხვადასხვა კერძებისა

საუზმეზე – შვედური მაგიდაა, სამხარი –  ჩაი, ყავა, ნამცხვარი, ფუნთუშა.

რესტორნის მენიუში წარმოდგენილია როგორც ევროპული და სლავიური, ისე ქართული სამზარეულოს კერძები.

დამსვენებლებს პლიაჟის ბარიში გამაგრილებელი სასმელების, ნაყინის,  ახლად დაწურული წვენების და ხილის გარდა ცხელ კერძებსაც შესთავაზებენ, მათ შორის მაყალზე შემწვარს და ცხელ ქვაზე გამოცხობილს, გაყიდვაშია თურქული შაურმა, ქვიშაზე მოდუღებული თურქული ყავა,  ლუდი, კოქტეილები და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

Სასტუმროს მომსახურებები

კონდიციონერი ყველა ნომერში
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ტელეფონი ყველა ოთახში
მაცივარი ზოგ ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ზოგ ოთახში
ფენი ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
საკუთარი პლიაჟი
არის სამჯერადი კვების მომსახურება
ამ ქონებას მართავს მფლობელი
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
ვალუტის გაცვლა ხელმისაწვდომია ადგილზე
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ლივტი
ობიექტი მდებარეობს მყუდრო/ სოფლის ტერიტორიაზე
ახლოს პლიაჟთან
ელექტრო გამათბობელი
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
საკუთარი ბაღი თქვენს განკარგულებაში
სასეირნო ბილიკი ადგილზე
კოცონის ანთება დაშვებულია
საბავშვო სათამაშო ზონა ადგილზე
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ტაქსის მომსახურება
სტილისტის მომსახურება
სოლარიუმი ადგილზე
საუნა
მასაჟის მომსახურება
ბილიარდი
საცურაო აუზი
თევზაობა იქვე ან ახლოს

მომსახურების პირობები

დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.

ტარიფები არ მოიცავს კვებას.  სამჯერადი კვების მოთხოვნის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად მენიუს მიხედვით, საუზმის  ფასი 12.50 ლარი 

 

შინაური ცხოველები აკრძალულია.

მოწევა აკრძალულია.

შესვლის (Check in) და გასვლის (Check out) დრო

შესვლის დრო 13:00; გასვლის დრო 12:00

Სასტუმროს დეტალები

ბავშვები და დამატებითი საწოლები

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 დან 14 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი ღირს 45 ლარი ერთი ღამით!
14 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს ერთი ღამით!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "Junior suit with one double bed" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Junior suite with twin beds" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Suit with twins beds" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 2 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Wedding suite" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Apartment" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 2 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Standart room with one double bed" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია



დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.

აეროპორტები, ტრანსპორტი და მანქანით მისვლის ინსტრუქცია

სასტუმრო მდებარეობს:
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 1 საათის სავალ მანძილზე
  • ავტოსადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე
  • რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე
სანაპირო ზოლი მდებარეობს სასტუმროდან ფეხით 4 წუთის სავალ მანძილზე.

ტრანსპორტი რომელითაც მიხვალთ:
  • ავტობუსი
  • მიკრო ავტობუსი
  • ტაქსი
  • მსუბუქი ავტომობილი

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

ავანსი, რომელიც შეადგენს 15%-ს შეკვეთის მთლიანი ღირებულებიდან, უნდა იყოს გადახდილი საიტზე იმისათვის რომ დაასრულოთ დაჯავშნა. ღირებულების დანარჩენი თანხა გადასახდელი იქნება ადგილზე, მომსახურების მიღების დროს. ასევე შეგიძლიათ სრულად გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულება საიტზე. ასეთ შემთხვევაში ადგილზე შეკვეთის ღირებულება არ გექნებათ გადასახდელი.

Check in -მდე 10 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, გიბრუნდებათ საიტზე გადახდილი დეპოზიტის 100%. Check in-მდე 10 დღით გვიან გაუქმების შემთხვევაში გადახდილი დეპოზიტი არ გიბრუნდებათ გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.

ადგილზე გადახდის მეთოდები

  • შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორება
  • Master Card
  • Visa Card
მიწერეთ სასტუმროს - სასტუმროდან პასუხი მოგივათ ელ-ფოსტაზე, რომელიც მითითებული გქონდათ საიტზე რეგისტრაციის დროს

    შეტყობინების გასაგზავნად საჭიროა ვებგვერდზე გაიაროთ ავტორიზაცია.