სასტუმრო პალმ ბიჩ starstarstar ფასების ნახვა

პალმ ბიჩ 0პალმ ბიჩ 1პალმ ბიჩ 2პალმ ბიჩ 3პალმ ბიჩ 4პალმ ბიჩ 5პალმ ბიჩ 6პალმ ბიჩ 7პალმ ბიჩ 8პალმ ბიჩ 9პალმ ბიჩ 10პალმ ბიჩ 11პალმ ბიჩ 12პალმ ბიჩ 13პალმ ბიჩ 14პალმ ბიჩ 15პალმ ბიჩ 16პალმ ბიჩ 17პალმ ბიჩ 18პალმ ბიჩ 19პალმ ბიჩ 20პალმ ბიჩ 21პალმ ბიჩ 22პალმ ბიჩ 23პალმ ბიჩ 24პალმ ბიჩ 25პალმ ბიჩ 26პალმ ბიჩ 27პალმ ბიჩ 28პალმ ბიჩ 29პალმ ბიჩ 30პალმ ბიჩ 31პალმ ბიჩ 32პალმ ბიჩ 33პალმ ბიჩ 34პალმ ბიჩ 35პალმ ბიჩ 36პალმ ბიჩ 37პალმ ბიჩ 38პალმ ბიჩ 39პალმ ბიჩ 40პალმ ბიჩ 41პალმ ბიჩ 42პალმ ბიჩ 43პალმ ბიჩ 44პალმ ბიჩ 45პალმ ბიჩ 46პალმ ბიჩ 47

რუსთაველის ქუჩა, ანაკლია, ზუგდიდის რაიონი, საქართველო

სასტუმროსთან დასაკავშირებლად დარეკეთ 596 00 77 00;

ნაბიჯი 1
აირჩიეთ სასურველი ნომერი
ნაბიჯი 2
შეამოწმეთ თავისუფალი ადგილები
ნაბიჯი 3
მიიღეთ თავისუფალი ადგილების დადასტურება
ნაბიჯი 4
გადაიხადეთ ავანსი და დაჯავშნეთ
მიუთითეთ თარიღები

Სასტუმროს აღწერა
15734

სასტუმრო პალმ ბიჩ -ს ადგილმდებარეობაა ანაკლია. ის მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 2 საათის სავალ მანძილზე, ავტოსადგურიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე.

სანაპირო ზოლი მდებარეობს სასტუმროდან ფეხით 4 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, საკუთარი ბაღით, ტაქსის სერვისით, დასუფთავების მომსახურებით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ყველა ნომერს აქვს :
  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • საშხაპე
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი

ანაკლია საკურორტო მნიშვნელობის ზონაში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. მისი უნიკალური მიკროკლიმატი, ცხელი ჰავა და ნალექების ძალზე მცირე რაოდენობა დამსვენებლებსა და ტურისტებს ზაფხულის საუკეთესოდ გატარების შესაძლებლობას სთავაზობს.. დღეისათვის თანამედროვე ქალაქი ანაკლია, უკვე საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ზღვისპირა მარგალიტს წარმოადგენს. განახლებული ინფრასტრუქტურა, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ბულვარი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი ზღვაზე, სპორტული და გასართობი ობიექტები და რა თქმა უნდა საუკეთესო სასტუმროები - ეს ის მცირე ჩამონათვალი გახლავთ, რომელიც თქვენს დასვენებას განუმეორებელსა და დაუვიწყარ ელფერს შესძენს


სასტუმრო "პალმ ბიჩ" მთელს ანაკლიის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საუკეთესო და ფეშენებელურ სასტუმროს წარმოადგენს. იგი გამორჩეულია როგორც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით ანაკლიის მთელს ზღვისპირა ზოლში, ასევე ორიგინალური თანამედროვე დიზაინითა და დახვეწული სტილით.  სასტუმრო "პალმ ბიჩ" განკუთვნილი და მოსახერხებელია როგორც ოჯახური ტიპის დასვენებისათვის, ასევე კორპორატიული და საქმიანი ვიზიტებისათვის. 


სასტუმრო  "პალმ ბიჩ"-ში მომსახურების 24 საათიანი უმაღლესი დონე და იდეალური ატმოსფერო თქვენს დასვენებას საუკეთესო ელფერს შესძენს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერისები დახვეწილია და ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელზე გახლავთ მორგებული. 

სასტუმრო "პალმ ბიჩ" – ის ექსკლუზივს წარმოადგენს ქართული დარბაზი (ნაციონალური სამზარეულო) მრავალფეროვანი კერძების ფართო ასორტიმენტით, ბუხრითა და ეგზოტიკური გარემოთი, რაც განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევებისათვის და თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მრავალფეროვანს გახდის. აღსანიშნავია, რომ "პალმ ბიჩ"– ის რესტორნებსა და კაფე ბარებში კერძები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. თქვენ მოგემსახურებიან პროფესიონალი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მზარეულები და მიმტანები. 

Სასტუმროს მომსახურებები

კონდიციონერი ყველა ნომერში
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები ნებადართულია
ძაღლები ნებადართულია
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე
ვალუტის გაცვლა ხელმისაწვდომია ადგილზე
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
სერვისი მაღვიძარა ადგილზე
კონსიერჟი ადგილზე
ახლოს პლიაჟთან
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
საკუთარი ბაღი თქვენს განკარგულებაში
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პოპულარული საფეხმავლო ადგილები
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ტაქსის მომსახურება

მომსახურების პირობები

დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.

ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება

შინაური ცხოველები ნებადართულია.

შესვლის (Check in) და გასვლის (Check out) დრო

შესვლის დრო 14:00; გასვლის დრო 12:00

Სასტუმროს დეტალები

ბავშვები და დამატებითი საწოლები

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 10 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 30 ლარი ერთი ღამით!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "Double Room" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Twin Room" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Triple Room" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Junior Suite" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Standard Quadruple Room" შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის
  • ოთახში "Family Room (5 persons)" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Single Room" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია


დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.

აეროპორტები, ტრანსპორტი და მანქანით მისვლის ინსტრუქცია

სასტუმრო მდებარეობს:
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 2 საათის სავალ მანძილზე
  • ავტოსადგურიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე
  • რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 20 წუთის სავალ მანძილზე
სანაპირო ზოლი მდებარეობს სასტუმროდან ფეხით 4 წუთის სავალ მანძილზე.

ტრანსპორტი რომელითაც მიხვალთ:
  • ავტობუსი
  • მიკრო ავტობუსი
  • ტაქსი
  • მსუბუქი ავტომობილი

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

ავანსი, რომელიც შეადგენს 15%-ს შეკვეთის მთლიანი ღირებულებიდან, უნდა იყოს გადახდილი საიტზე იმისათვის რომ დაასრულოთ დაჯავშნა. ღირებულების დანარჩენი თანხა გადასახდელი იქნება ადგილზე, მომსახურების მიღების დროს. ასევე შეგიძლიათ სრულად გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულება საიტზე. ასეთ შემთხვევაში ადგილზე შეკვეთის ღირებულება არ გექნებათ გადასახდელი.

Check in -მდე 7 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, გიბრუნდებათ საიტზე გადახდილი დეპოზიტის 100%. Check in-მდე 7 დღით გვიან გაუქმების შემთხვევაში გადახდილი დეპოზიტი არ გიბრუნდებათ გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.

ადგილზე გადახდის მეთოდები

  • შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორება
  • Master Card
მიწერეთ სასტუმროს - სასტუმროდან პასუხი მოგივათ ელ-ფოსტაზე, რომელიც მითითებული გქონდათ საიტზე რეგისტრაციის დროს

    შეტყობინების გასაგზავნად საჭიროა ვებგვერდზე გაიაროთ ავტორიზაცია.