სასტუმრო ტიფლისი starstarstar ფასების ნახვა

სასტუმრო ტიფლისი 0სასტუმრო ტიფლისი 1სასტუმრო ტიფლისი 2სასტუმრო ტიფლისი 3სასტუმრო ტიფლისი 4სასტუმრო ტიფლისი 5სასტუმრო ტიფლისი 6სასტუმრო ტიფლისი 7სასტუმრო ტიფლისი 8სასტუმრო ტიფლისი 9სასტუმრო ტიფლისი 10სასტუმრო ტიფლისი 11სასტუმრო ტიფლისი 12სასტუმრო ტიფლისი 13სასტუმრო ტიფლისი 14სასტუმრო ტიფლისი 15სასტუმრო ტიფლისი 16სასტუმრო ტიფლისი 17სასტუმრო ტიფლისი 18სასტუმრო ტიფლისი 19სასტუმრო ტიფლისი 20სასტუმრო ტიფლისი 21სასტუმრო ტიფლისი 22სასტუმრო ტიფლისი 23სასტუმრო ტიფლისი 24სასტუმრო ტიფლისი 25სასტუმრო ტიფლისი 26სასტუმრო ტიფლისი 27სასტუმრო ტიფლისი 28სასტუმრო ტიფლისი 29სასტუმრო ტიფლისი 30სასტუმრო ტიფლისი 31სასტუმრო ტიფლისი 32სასტუმრო ტიფლისი 33სასტუმრო ტიფლისი 34სასტუმრო ტიფლისი 35სასტუმრო ტიფლისი 36სასტუმრო ტიფლისი 37სასტუმრო ტიფლისი 38სასტუმრო ტიფლისი 39სასტუმრო ტიფლისი 40სასტუმრო ტიფლისი 41სასტუმრო ტიფლისი 42სასტუმრო ტიფლისი 43სასტუმრო ტიფლისი 44სასტუმრო ტიფლისი 45

ასპინძის ქუჩა №12, ახალციხე, ახალციხის რაიონი, საქართველო

სასტუმროსთან დასაკავშირებლად დარეკეთ 568 11 11 88;

ნაბიჯი 1
აირჩიეთ სასურველი ნომერი
ნაბიჯი 2
შეამოწმეთ თავისუფალი ადგილები
ნაბიჯი 3
მიიღეთ თავისუფალი ადგილების დადასტურება
ნაბიჯი 4
გადაიხადეთ ავანსი და დაჯავშნეთ
მიუთითეთ თარიღები

Სასტუმროს აღწერა
13300

სასტუმრო ტიფლისი -ს ადგილმდებარეობაა ახალციხე. ის მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 2 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე, ავტოსადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ WiFi-ით, დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, საკუთარი სამრეცხაოთი ან სარეცხი მანქანით, ტაქსის სერვისით, დასუფთავების მომსახურებით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ყველა ნომერს აქვს :
  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • საშხაპე
  • ცენტრალური გათბობა
  • ტელევიზორი
  • კონდიციონერი
  • ფენი

„სასტუმრო ტიფლისი" მდებრეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, თბილისიდან 205 კმ-ის დაშორებით ქ. ახალციხის ცენტრალურ ნაწილში. სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლიდან, ახალციხის (რაბათის) ციხიდან, ათიოდე წუთის სავალზე.

სასტუმრო ტიფლისი იდეალურია საოჯახო დასვენების, ბიზნეს შეხვედრებისა და კორპორატიული საღამოებისათვის. სასტუმრო ტიფლისი გთავაზობთ მაღალი კატეგორიის მყუდრო და კომფორტულ ნომრებს. ჩვენი მიზანია სტუმარმა თავი იგრძნოს კომფორტულად და დაცულად.

სასტუმროს ტერიტორიაზე მოქმედებს რესტორანი, რომელიც ჩვენს სტუმრებს სთავაზობს, როგორც ქართულ, ისე ევროპულ სამზარეულოს. ჩვენთან შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ ნამდვილი მესხური კერძები, რომელიც მზადდება ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და განსაკუთრებულია საქართველოში. თანამედროვე სასმელების, კოქტეილებისა და სასიამოვნო მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ განტვირთვა ბარში.

საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რომელიც, ბიზნეს შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების, საერთაშორისო ფორუმების გამართვისა და ყველა სახის და ფორმატის საქმიანი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. დარბაზის საერთო ფართი არის 50 კვ.მ და გათვლილია 40 მონაწილეზე. თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი – ეს არის ის სამუშაო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანი ღონისძიებების წარმატებულ ჩატარებას. ჩვენი მოხერხებული და შესანიშნავად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ოპტიმალური არჩევანი იქნება, თუ თქვენ გჭირდებათ სამუშაო განწყობის შექმინსათვის საჭირო სივრცე, კომფორტი და მონაწილეთა სრული ჩართულობა ბიზნეს ღონისძიებებში. მოწყობილობა, Wi-Fi.

Სასტუმროს მომსახურებები

კონდიციონერი ყველა ნომერში
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
ფენი ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
არის სამჯერადი კვების მომსახურება
ამ ქონებას მართავს მფლობელი
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
ვალუტის გაცვლა ხელმისაწვდომია ადგილზე
საკონფერენციო დარბაზი
სერვისი მაღვიძარა ადგილზე
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
პიკნიკის ზონა ადგილზე ან ახლოს
კოცონის ანთება დაშვებულია
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ტაქსის მომსახურება

მომსახურების პირობები

დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.

ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება

შინაური ცხოველები აკრძალულია.

შესვლის (Check in) და გასვლის (Check out) დრო

შესვლის დრო 14:00; გასვლის დრო 12:00

Სასტუმროს დეტალები

ბავშვები და დამატებითი საწოლები

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

10 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს ერთი ღამით!
10 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 35 ლარს ერთი ღამით!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "double" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "comfort double" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "twin" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "twin big" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "twin with balcony" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "family room" შესაძლებელია დივნის გაშლა 2 ადამიანისთვის.                                                                                                                                                                                                    დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და  გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.

აეროპორტები, ტრანსპორტი და მანქანით მისვლის ინსტრუქცია

სასტუმრო მდებარეობს:
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 2 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე
  • ავტოსადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე
  • რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 5 წუთის სავალ მანძილზე
ტრანსპორტი რომელითაც მიხვალთ:
  • ავტობუსი
  • მიკრო ავტობუსი
  • ტაქსი
  • მსუბუქი ავტომობილი

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

ავანსი, რომელიც შეადგენს 15%-ს შეკვეთის მთლიანი ღირებულებიდან, უნდა იყოს გადახდილი საიტზე იმისათვის რომ დაასრულოთ დაჯავშნა. ღირებულების დანარჩენი თანხა გადასახდელი იქნება ადგილზე, მომსახურების მიღების დროს. ასევე შეგიძლიათ სრულად გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულება საიტზე. ასეთ შემთხვევაში ადგილზე შეკვეთის ღირებულება არ გექნებათ გადასახდელი.

Check in -მდე 7 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, გიბრუნდებათ საიტზე გადახდილი დეპოზიტის 100%. Check in-მდე 7 დღით გვიან გაუქმების შემთხვევაში გადახდილი დეპოზიტი არ გიბრუნდებათ გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.

ადგილზე გადახდის მეთოდები

  • შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორება
მიწერეთ სასტუმროს - სასტუმროდან პასუხი მოგივათ ელ-ფოსტაზე, რომელიც მითითებული გქონდათ საიტზე რეგისტრაციის დროს

    შეტყობინების გასაგზავნად საჭიროა ვებგვერდზე გაიაროთ ავტორიზაცია.