აპარტოტელი მდებარეობს ძველ ბათუმში!
მსოფლიო კლასის თანამედროვე არქიტექტურის შედევრი. „პორტა ბათუმი თაუერი “ – ეს არის მოციმციმე მინით შესრულებული შენობა, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს ბათუმს.
ზაფხულის თბილი მზის ოქროსფერ სხივებში მოლიცლიცე კოშკის მოცისფერო და ბრინჯაოსფერ ფერთა ჰარმონიული პანელი ირეკლავს საზაფხულო სითბოსა და განწყობას… კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ყველაზე ელეგანტურ და დახვეწილ ადგილზე, სადაც მშვენიერი დასვენება და ქალაქის მრავალფეროვანი ღამეული ცხოვრება ასე ურთიერთშერწყმული და შთამბეჭდავია.
ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 12 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
12 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
12 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.