


ფასების ნახვა სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი" მდებარეობს ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ქალაქის ცენტრი სასტუმროდან კი სულ რამდენიმე მეტრშია. ფართო შესასვლელი, კომფორტული ლობი ბუხრისა და ტელევიზორის მყუდრო კუთხეებით, მაღალკვალიფიციური და მეგობრული პერსონალი შეგიქმნიან ოჯახურ და თბილ გარემოს.
სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი"-ს ბოლო სართულზე განთავსებულია ა-ლა კარტე რესტორანი "ლოფტი", რომელსაც ასევე გააჩნია ღია ტერასა, საიდანაც შავი ზღვის სანაპიროზე თვალწარმტაცი ხედები იშლება. რესტორანი გთავაზობთ უგემრიელეს კერძებს ქართული, ევროპული და თურქული სამზარეულოდან. კონტინენტური საუზმე - დაუვიწყარი გემო, უჩვეულო ხედი, მრავალფეროვანი არჩევანი.
საკონფერენციო ოთახი თეატრალური განლაგებით 50 კაცამდე მონაწილეს იტევს, ხოლო აუდიტორული განლაგებით 35 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასიამოვნო ატმოსფერო და მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლები ხელს შეუწყობენ თქვენთვის სამუშაო განწყობისა და მყუდრო გარემოს შექმნას.
შენობის ისტორია:
სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი"-ს შენობა 1790 1876 წწ. ეკუთვნოდა ბეჟანიძეების ოჯახს, რომლებიც
შენობას იყენებდნენ როგორც დასასვენებელ საზაფხულო აგარაკს.
1900 წლის დასაწყისში შენობა შეისყიდა ფიფიების ოჯახმა ასევე, როგორც საზაფხულო
სახლი.
1930 წლისთვის კი სახლი ჩამოერთვა მფლობელებს და გადაეცა პორტის მმართველობას.
2010 წლისთვის კი შენობა ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა შეძენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე.
ავანგარდული სტილის ინტერიერით შენობა გადაიქცა ერთერთ ფეშენებელურ და ექსკლუზიურ
სასტუმროდ, რომელმაც 2012 წლის ივლისიდან დაიწყო ოფიციალურად ფუნქციონირება.
რატომ უნდა აირჩიოთ სასტუმრო "ბათუმი ვორლდ პალასი"?
ჩვენი მაღალკვალიფიცირებული პერსონალი დაგეხმარებათ დროის სასიამოვნოდ გატარებაში და თქვენი ვიზიტი დაუვიწყარი გახდება.
ჩვენთან ერთმანეთშია შერწყმული კლასიკური დიზაინი და ხარისხიანი სერვისი, რაც შედეგად სასიამოვნოს ხდის ჩვენთან სტუმრობას.
კონდიციონერი ყველა ნომერში
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ტელეფონი ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ყველა ოთახში
აბაზანა ზოგ ოთახში
ფენი ყველა ოთახში
ჯაკუზი ზოგ ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ლივტი
სერვისი მაღვიძარა ადგილზე
კონსიერჟი ადგილზე
ახლოს პლიაჟთან
დელფინარიუმი ახლოს
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
პოპულარული საფეხმავლო ადგილები
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტაქსის მომსახურება
შესაძლებელია მანქანის გაქირავება
ჩოგბურთის მოედანი იქვე ან ახლოს
ველო-ბილიკი ახლოს
თევზაობა იქვე ან ახლოს
ღამის კლუბი იქვე ან ახლოს
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 დან 12 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი ღირს 25 ლარი ერთი ღამით!
12 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 49 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.