თანამედროვე სასტუმრო „ბრაიტონი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმის ისტორიულ ცენტრში, ევროპის მოედნის მახლობლად აშენენდა 2011 წელს. იგი მცირე მანძილითაა დაშორებული შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვისპირა ბულვარს.
შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი მომსახურებით, როგორიცაა სამრეცხაო. სასტუმროში თქვენ ასევე დაგხვდებათ საკონფერენციო დარბაზი გათვლილი 25 ადამიანზე.
სასტუმროს სახურავზე განთავსებულია ღია ვერანდა, ბარი, საიდანაც იშლება მთისა და ზღვის მშვენიერი ხედი, განსაკუთრებით ლამაზია ღამით, ლამპიონების შუქზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, გაჩირაღდნებული ბათუმის ქუჩები და მუდამ მოფუსფუსე ბათუმის პორტი.
ყოველ დილით გთავაზობთ შვედური მაგიდის საუზმეს და სასტუმროს ბარი გთავაზობთ შესანიშნავ შერჩეულ სასმელებს. გარდა ამისა, სტუმრებს შეუძლიათ ესტუმრონ სხვადასხვა კაფეებს და რესტორნებს 5 წუთის სავალზე სასტუმროდან. სასტუმროდან მხოლოდ 50 მეტრში სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ მედეას ქანდაკება. პიაცას მოედანი სასტუმროდან 200 მეტრია.
ტარიფები მოიცავს საუზმეს.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა ბავშვი 6 წლამდე უფასოა, თუ განთავსდება საწოლზე მშობელთან ერთად!
ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილი ადამიანებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს ერთი ღამით!
დამატებით საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით მოცემულია:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.