"მარანი” ბათუმში არის ერთ-ერთი ქართული ტრადიციული სასტუმრო. სადაც ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშის ქართული ღვინოები და საუკეთესო კახური ჭაჭა. (სასტუმროს აქვს საკუთარი ვენახი კახეთში, სადაც მზადდება ქვევრის სხვადასხვა ჯიშის ღვინო და იხდება ჭაჭა). სასტუმრო 5 სართულიანია. სასტუმროში მუშაობს ბარი, სადაც შეიძლება ღვინის დეგუსტაცია. სასტუმრო ”მარანი” იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, ასევე ახლად დაქორწილებულთათვის.
სასტუმროს მდებარეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე შესაძლებელია ტურისტული მოგზაურობის მოწყობა ქალაქ გარეთ და მაღალმთიან აჭარაში.
ტარიფები მოიცავს საუზმეს.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 7 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
7 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 15 ლარს ერთი ღამით!
7 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 25 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.