



ფასების ნახვა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირას მდებარეობს. მის განკარგულებაშია საკუთარი პლაჟი და მიმდებარე კეთილმოწყობილი ტერიტორია. 10-სართულიანი All inclusive კონცეფციის სასტუმრო 101 ნომერს აერთიანებს. გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ზღვის პოეტური ხედი სძენს.საკუთარი პლაჟი, საცურაო აუზები, კომფორტული ოთახები, რესტორნები, ბარები, სპა - ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
| ზოგადი სერვისები | ადაპტირებული საშუალებები |
|
დამატებითი სერვისები
|
კომფორტული დასვენების ყველა სხვა კომპონენტთან ერთად, "კოლიზეუმ მარინა" გემოს მრავალფეროვნებითაც ამახსოვრებს თავს სტუმრებს. საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს სინთეზი სასტუმროში გატარებულ დღეებს გასტრონომიული თვალსაზრისითაც დაუვიწყარს ხდის. "კოლიზეუმ მარინას" კულინარიულ სივრცეში საკვების საგემოვნო და ეკოლოგიურ მახასიათებლებზე აქცენტი ერთდროულად კეთდება. უკლებლივ ყველა პროდუქტი, რომელიც სასტუმროს მენიუს ქმნის, ახალი, ჯანსაღი და სტუმრების მრავალფეროვან გემოვნებას მორგებულია.
სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებული და 200 სტუმარზე გათვლილი რესტორანი “Cena” მყუდრო გარემოში უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აღნიშნული ლოკაცია იდეალური სივრცეა კერძო წვეულების მოსაწყობადაც.
დროის უფრო მხიარულად გატარების მსურველებს ცოცხალი მუსიკა, ენერგიული DJ და კარაოკე ელით, რომელიც 60 სტუმარს იტევს. მაქსიმალური პრივატულობის უზრუნველსაყოფად, სასტუმრო დაინტერესებულ პირებს კარაოკე - კლუბის დახურვის შესაძლებლობასაც სთავაზობს, რაც სივრცეს იდეალურს ხდის კორპორატიული წვეულებების მოსაწყობად.
სასტუმროს ლობი-ბარი “Entranta” იდეალური ადგილია ევროპული სამზარეულოს, კოქტეილების ფართო არჩევანისა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის დასაგემოვნებლად.
აუზის ბარი სეზონურად ტერასიდან გადაშლილი მომაჯადოებელი ხედის ფონზე ცოცხალ მუსიკას, კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანსა და ევროპულ კერძებს შემოგთავაზებთ.
"კოლიზეუმ მარინას" საკონფერენციო დარბაზი “Collegium” საუკეთესო ადგილია შეხვედრებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი საქმიანი პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის.
აღიდგინეთ ჩვენი საცურაო ღია და დახურული აუზით კვირის განმავლობაში დახარჯული ენერგია . იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ჩვენთან ერთად. სამუშაო საათები: 08:00-22:00.
აღიდგინეთ ჩვენი საცურაო დახურული და ღია აუზით კვირის განმავლობაში დახარჯული ენერგია . იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ჩვენთან ერთად. დახურული აუზის ტემპერატურა - 29 გრადუსი, სიგრძე - 18 მეტრი. სამუშაო საათები: 08:00-22:00.
კონდიციონერი ყველა ნომერში
ყველა ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ტელეფონი ყველა ოთახში
მაცივარი ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ყველა ოთახში
ფენი ყველა ოთახში
სასმელები ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
საკუთარი პლიაჟი
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა აკრძალულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ლივტი
სერვისი მაღვიძარა ადგილზე
კონსიერჟი ადგილზე
შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
WC შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
ახლოს პლიაჟთან
დელფინარიუმი ახლოს
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პოპულარული საფეხმავლო ადგილები
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ტაქსის მომსახურება
აქვს ფიტნეს დარბაზი
საუნა
მასაჟის მომსახურება
ბილიარდი
ჩოგბურთის მოედანი იქვე ან ახლოს
ველო-ბილიკი ახლოს
საცურაო აუზი
ღამის კლუბი იქვე ან ახლოს
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 75 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.