მომსახურებაში შედის მაგიდის ჩოგბურთით სარგებლობა.
„ჩაო“ – ქალაქ ბათუმში, ზღვასთან ახლოს მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე მოქმედი ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა, რომელიც თავისი რომანტიკული ფასადისა და ინტერიერის გარდა, უპირველესად სახელწოდების უცხო ჟღერადობით იზიდავს სტუმარს. სასტუმრო „ჩაოში“ გატარებული დღეების შემდეგ სტუმრებს სურვილი უჩნდებათ, მომავალშიც არაერთხელ ესტუმრონ ამ ულამაზეს ადგილს. სასტუმრო „ჩაო“ იმ ერთ-ერთი ოჯახის საკუთრებაა, რომლის ფესვები სოფელ ჩაოსთან, მის უძველეს კულტურასა და ტრადიციებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ აოცებს და იზიდავს იგი თავის სტუმრებს იშვიათი სტუმართმოყვარეობით, ქართული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებითა და თანამედროვე სტილთან შეზავებული მთის ეგზოტიკური კულინარიული ხელოვნებით, რომელსაც ზედმიწევნით ფლობენ აქ დასაქმებული ჩაოელი მზარეულები. სასტუმრო „ჩაო“ მუდამ თქვენს სამსახურშია, ძვირფასო სტუმრებო!
დამეთანხმებით, რა დიდი სიამოვნებაა, ცხოვრობდე სასტუმროში, რომელსაც გააჩნია ნათელი, კეთილმოწყობილი ოთახები, თანამედროვე რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი თუ კეთილმოწყობილი გასართობი ინფრასტრუქტურა და თავს ისე გრძნობდე, როგორც საკუთარ ოჯახში, სახლში, სადაც ძალდაუტანებელი ღიმილით გეგებებიან და გმასპინძლობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი კლასის მომსახურებით. 2008 წლიდან, ანუ თავისი დაარსებიდან დღემდე, სასტუმრო „ჩაოს“ მრავალი გამოჩენილი ადამიანი, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი თუ ბიზნესმენი, და, უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩვენი და უცხო ქვეყნის ყველა ასაკისა და პროფესიის მოქალაქე სტუმრობდა და სტუმრობს. აქ მოდიან ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესია მშვიდი, ესთეტიკურად მიმზიდველი გარემო, ეგზოტიკური კერძები და საერთო ჯამში – მომსახურების მაღალი ხარისხი.
სასტუმრო „ჩაო“ იმ ერთ-ერთი ოჯახის საკუთრებაა,რომლის ფესვები სოფელ ჩაოსთან, მის უძველეს კულტურასა და ტრადიციებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ აოცებს და იზიდავს იგი თავის სტუმრებს იშვიათი სტუმართმოყვარეობით, ქართული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებითა და თანამედროვე სტილთან შეზავებული მთის ეგზოტიკური კულინარიული ხელოვნებით,რომელსაც ზედმიწევნით ფლობენ აქ დასაქმებული ჩაოელი მზარეულები.
2008 წლიდან, ანუ თავისი დაარსებიდან დღემდე, სასტუმრო „ჩაოს“ მრავალი გამო¬ჩენილი ადამიანი, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი თუ ბიზნესმენი და უბრალოდ რომ ვთქვათ,ჩვენი და უცხო ქვეყნის ყველა ასაკისა და პროფესიის მოქალაქე სტუმრობდა და სტუმრობს. აქ მოდიან ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესია მშვიდი, ესთეტიკურად მიმზიდველი გარემო, ეგზოტიკური კერძები და საერთო ჯამში მომსახურების მღალი ხარისხი.
მოცემული ტარიფები მოიცავს საუზმეს
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 50 ლარს ერთი ღამით!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.