სასტუმრო "მზიური ველი" მდებარეობს ყველაზე საუკეთესო ადგილზე ბაკურიანში, 25 იანების სასრიალო ტრასასთან ახლოს, გარშემო არის სასტუმროების ქსელები, კაფე, რესტორნები, მარკეტები.
სასტუმროდან არის საუკეთესო მთის ხედი, უკან აკრავს ნაძვისა და ფიჭვის ტყე. დაბლა პირველ სართულზე განთავსებულია ფოიე და რესტორანი. აქვს საკუთარი ეზო საბავშვო გასართობებით, სკამებით და პარკინგით.
სასტუმრო შედგება აპარტამენტების ტიპის ოთახებისგან, ყველა ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური იზოლირებული აბაზანით, სამზარეულოთი და აივნით.
ზოგ აპარტამენტში არის ცენტრალური გათბობა, ზოგში კი გაზის გათბობა.
აპარტამენტებში არ არის თეთრეული.
სტუმრების განსახლების დროს დასუფთავების სამსახური არ ფუნქციონირებს.
ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.