სურვილის შემთხვევაში დასუფთავების მომსახურებით სარგებლობა ფასიანია.
აპარტ-ოტელი “The valey residences & Spa” ბაკურიანში არის რედკოს ახალი დასასვენებელი ადგილი მთელი ოჯახისთვის, ულამაზესი მთის ხედებით და შესანიშნავი მყუდრო გარემოთი.
ბაკურიანის ხმაურიანი ცენტრიდან მოშორებით, დიდველის სათხილამურო საბაგირომდე ფეხით მხოლოდ 5 წუთში მოხვდებით.
ყველა სასტუმროს ოთახს აქვს თავისი აივანი და სამზარეულოა, რაც დამატებითი კომფორტია დამსვენებლებისთვის. სასტუმროში ასევე გაიხსნა ახალი რესტორანი უგემრიელესი კერძებით სადაც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეუკვეთოთ შვედური საუზმე და “ალა კარტ” ვახშამი.
ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. კურორტი გამოირჩევა თავისი კლიმატური პირობებით, წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოებით, მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებით და ხეობების თვალწარმტაცი ხედებით. დღესდღეობით ბაკურიანი არა მხოლოდ ზამთრის სპორტის ცენტრია, არამედ იგი ცნობილია როგორც საოჯახო კურორტი. აქ თქვენ შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით, იკატაოთ ციგებაზე და თოვლის ბურანებზე, გაისეირნოთ ცხენით და შეისწავლოთ მიმდებარე ტერიტორიები.
არის თეთრეული 4 ადამიანისთვის.
ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
16 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
16 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს ერთი ღამით!
შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება 1 ბავშვისთვის ან 1 მოზრდილი ადამიანისთვის. ასევე შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.