აპარტამენტში თეთრეული არ არის!
უბანი ვილა მონტე შეჭრილია ტყეში და დახრილ რელიეფზეა გაშენებული, რაც ქმნის მყუდრო და კომფორტულ პირობებს. ტყე უბანს ჟანგბადის გარდა სიმყუდროვეს მატებს, ფერდობიდან კი ულამაზესი ხედები იშლება მთელ ბაკურიანზე.
უბანი ვილა მონტე, მოშორებულია ბაკურიანის ხმაურს, თუმცა მანძილი ცენტრამდე ძალიან მცირეა. სწორედ ასეთი პირობაა კარგი დასვენებისთვის აუცილებელი. პროექტი კოხტას სადგურიდან დაშორებულია 2 კმ-ით (4 წუთი), „ 25-იანებიდან“ 2.2 კმ-ით (4 წუთი), ბაკურიანის პარკიდან 1.7 კმ-ით (3 წუთი).
ჩვენი კოტეჯებიდან საუკეთესოდ მოჩანს კოხტა გორა, დიდველი, ბაკურიანის მდელო და სოფლის დასახლება. პროექტი მოიცავს კეთილმოწყობილ ტერიტორიას, საბავშვო მოედანს, დაგეგმარებულ ეზოსა და გამწვანებას.
სტუმრების განსახლების დროს დასუფთავების სამსახური არ ფუნქციონირებს.
ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
შესაძლებელია დივნის გაშლა 2 ადამიანისთვის.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.