ბაკურიანში, სასტუმრო მგზავრების მე-7 ბლოკში, მე-5 სართულზე ქირავდება სასტუმროს ტიპის 2 ოთახიანი ნომერი, 2+2 ადამიანზე. არ არის დალაგების სერვისი, ფასები არ მოიცავს თეთრეულს, თუმცა შესაძლებელია შეიძინოთ სასტუმროში.
ნომერი უზრუნველყოფილია სამზარეულო კუთხით, მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით, ელექტრო ქურით, სარეცხი მანქანით, პლაზმური ტელევიზორით, ცხელი წყლით,
სამზარეულოს ჭურჭლით.
სასტუმრო მგზავრების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: - საუნა - აუზი - ბილიარდი - ბავშვთა გასართობი ოთახი - სუპერმარკეტი - რესტორანი - პიცერია-კაფე.
მგზავრები ბაკურიანის მდებარეობა : სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში, კოხტა გორის გადასახვევთან.
კომპლექსიდან სულ რაღაც 2 კილომეტრშია ე.წ 25 მეტრიანი სასრიალო ტრასა, "კოხტა გორის" საბაგირომდე 600 მეტრში.
თბილისსა და ბაკურიანს შორის მანძილი 180კმ-ია (111.847 მილი), ხოლო ბორჯომიდან ის მხოლოდ 30კმ-შია (18.6411 მილი).
"მგზავრები ბაკურიანი" - თავისი უნიკალური კლიმატური პირობების წყალობით, საუკეთესო დასასვენებელი ადგილია როგორც ზამთრის სეზონზე ასევე ზაფხულში!
ის ერთნაირად მომხიბვლელია როგორც ოჯახების დასვენებისათვის, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის
ტარიფები არ მოიცავს კვებას!
შინაური ცხოველები არ დაიშვებიან!
ნებისმმიერი ასაკის ბავშვისთვის ან მოზრდილი ადამიანისთვის დივნის გაშლა უფასოა.
აპარტამენტი არის 2 ოთახიანი აქედან 1 საძინებელია სადაც განთავსებული 2 ერთადგილიანი საწოლი. შესაძლებელია აპარტამენტში არსებული დივნის გაშლა 2 ადამიანზე, ასევე შესაძლბელია 1 საწოლის დამატება ბავშვისთვის. ( ფასები არ მოიცავს თეთრეულს, თუმცა შესაძლებელია შეიძინოთ სასტუმროში.)
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.