საოჯახო სასტუმრო მდებარეობს კურორტ ბაკურიანში, 25 იანების და დიდველის შუაში, დიდველის გზაზე. ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. ბაკურიანი არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ოჯახების დასვენების, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის.
საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ სამჯერად კვებას, უფასო პარკინგს. მისი იდეალური მდებარეობა საშუალებას მოგცემთ უმოკლეს დროში მიხვიდეთ სასრიალო გზა "25იანებთან" ან "დიდველთან".
ტარიფები მოიცავს სამჯერად კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 3 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
3 წლამდე ყველა ბავშვის განთავსება ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე უფასოა!
3 წლიდან 10 წლამდე ბავშვების განთავსების საფასური ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე შეადგენს პერსონის სრული ფასის 50%-ს!
10 წლიდან 18 წლამდე ბავშვების განთავსების საფასური ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე შეადგენს პერსონის სრულ ფასს!
3 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
3 დან 10 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს პერსონის ფასის ნახევარს.
10 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს პერსონის სრულ ფასს.
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
ბავშვის ინდივიდუალურ (ოთახში არსებულ) საწოლზე განთავსების შემთხვევაში საფასურს იხდით საიტზე (დაჯავშნის დროს).
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.