სასტუმრო "მერის სახლი" მდებარეობს ბაკურიანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ცენტთან ახლოს, ე.წ.25 მეტრიან სათხილამურო ტრასის მიმდებარედ. სასტუმრო წარმოადგენს კომფორტულად მოწყობილი ნომრებს დიდი ჰოლებითა და სასადილო-სამზარეულოთი, სასტუმროს აქვს ძალან ლამაზი ხედი გადაჰყურებს მთელ ბაკურიანს, მდებარეობს ტყის პირას, გამორჩეულია განსაკუთრებული სუფთა ჰაერით და ამავე დროს სიმყუდროვით, რაც ქმნის დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს.
სასტუმროში მოგემსახურებათ პროფესიონალი მზარეული და ახალგაზრა თავაზიანი მომსახურე პერსონალი, შემოგთავაზებთ შვედურ მაგიდას საჭმელების ფართო არჩევანით როგორც ტრადიციული ქართული სამზარეულოდან ასევე უცხოური კერძების და დესერტების ფართო არჩევანს.
სასტუმროს დამატებით სერვისს წარმოადგენს სათხილამურო და სნოუბორდის პარკი საუკეთესო ინვენტარით და შესაძლებელია კერძო პროფესიონალი ინსტრუქტორის მომსახურებაც!
სასტუმროში 5 დღეზე მეტი ხნით დასვენების მსურველები ისარგებლებენ თხილამურების ინსტრუქტორის უფასო მომსახურების ერთი გაკვეთილით!
არის საერთო სარგებლობის სამზარეულო, სადაც სტუმრებს თავად შეუძლიათ მოამზადონ კერძები.ტარიფები არ მოიცავს კვებას. არის სამჯერადი კვების მომსახურება. სამჯერადი კვების შემთხვევაში ფასი ინდივიდუალურია მენიუს მიხედვით!
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 3 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
3 წლამდე ყველა ბავშვის განთავსება ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე უფასოა!
3 წლიდან 8 წლამდე ბავშვების განთავსების საფასური ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე შეადგენს პერსონის სრული ფასის 50%-ს!
8 წლიდან 18 წლამდე ბავშვების განთავსების საფასური ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე შეადგენს პერსონის სრულ ფასს!
ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს პერსონის სრული ფასის 65%-ს!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
ბავშვის ინდივიდუალურ (ოთახში არსებულ) საწოლზე განთავსების შემთხვევაში საფასურს იხდით საიტზე (დაჯავშნის დროს).
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.