ეკო კოტეჯები მდებარეობს ბორჯომის რაიონ სოფელ ტიმოთესუბანში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1100 მ.
კლიმატი საშუალო- მთის. დოფელს ჩამოუდის მდინარე გუჯარეთისწყალი. კოტეჯებიდან 100 მეტრში მდებარეობს 12-13 საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ამავე სოფელშია მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლების სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული. ტიმოთესუბანი არის ბორჯომიდან 17კმ.ში ხოლო წაღვერიდან 3 კმ.ში.
ჩვენამდე მოხვალთ შეუფერხებლად, ვინაიდან გზა ეკო კოტეჯებამდე კეთილმოწყობილია: თბილისიდან 2 საათში, ხაშურიდან 40 წუთში, ქუთაისიდან 2 საათში, ბათუმიდან 4 საათში.
ეკო კოტეჯები მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, გვირგვინას მთის ძირას, კოტეჯებს გარს აკრავს ფიჭვისა და ნაძვის ტყე, გვერდით ჩამოუდის მორაკრაკე მთის ნაკადული.
ეზო კეთილმოწყობილია როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის. შესაძლებელია ბარბექიუს მოწყობა.
ტარიფი არ მოიცავს კვებას. არის 3ჯერადი კვების მომსახურება, ფასი შეთანხმებით.
შინაური ცხოველები არ დაიშვებიან.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 5 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
5 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა, წინასწარი მოთხოვნით.
მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის მომსახურება არ აქვს.
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.