


ფასების ნახვა დასასვენებელი კომპლექსი „ანდამატი“ მდებარეობს ლანჩხუთის რაიონის დაბა გრიგოლეთში, საქართველოს კურორტ მალთაყვასა და მაგნიტური ქვიშებით ცნობილ კურორტ ურეკს შორის.
კომპლექსის ტერიტორია 2.5 ჰექტარს შეადგენს. მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია მრავალწლიანი ფიჭვნარით, რომელიც ქმნის იდეალურ მიკროკლიმატს დასვენებისა და გართობისათვის. ეს კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს.
დასასვენებელ კომპლექსში ფუნქციონირებს რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, ბარი, ბუნგალო ზღვის სანაპიროზე. იდეალური პირობებია შექმნილი ყველაზე პატარებისთვისაც. ისინი მთელი დღის მანძილზე ანიმატორების გართობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, რაც დიდ კომფორტს ქმნის მშობლების დასვენებისათვის.
„ანდამატის“ საცურაო აუზი ივსება ზღვის გაფილტრული წყლით, აქვეა განლაგებული ჩოგბურთის და ბადმინტონის კორტი, მაგიდის ჩოგბურთი, საბილიარდო, პლაჟის ფრენბურთისა და პლაჟის ფეხბურთის მოედნები, ღამის კლუბი, წყლის სხვადასხვა ატრაქციონები. კომპლექსის ფიჭვნარი მოფენილია ჰამაკებით, რომელიც შუადღის ხვატის დროს საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და დატკბეთ ბუნგალოდან მომავალი ტკბილი ჰანგებით. კომპლექსის კეთილმოწყობილი პლაჟი ყოველდღიურად სუფთავდება და ივარცხნება.
დამსვენებელთა განკარგულებაშია 70 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი.
კონდიციონერი ყველა ნომერში
ყველა ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ტელეფონი ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ყველა ოთახში
ფენი ყველა ოთახში
სასმელები ყველა ოთახში
ჯაკუზი ზოგ ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
საკუთარი პლიაჟი
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები ნებადართულია
ძაღლები ნებადართულია
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ახლოს პლიაჟთან
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
საკუთარი ბაღი თქვენს განკარგულებაში
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პიკნიკის ზონა ადგილზე ან ახლოს
საბავშვო სათამაშო ზონა ადგილზე
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ბილიარდი
ჩოგბურთის მოედანი იქვე ან ახლოს
ველო-ბილიკი ახლოს
საცურაო აუზი
წყლის სპორტის ობიექტები ადგილზე
თევზაობა იქვე ან ახლოს
ღამის კლუბი იქვე ან ახლოს
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 30 ლარი ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.