დღის ნებისმიერ დროს ყავა, ჩაი და ნამცხვარი უფასოდ.
ზაფხულობით იმართება პიკნიკები და ბუნებაში გასვლები: ყაზბეგში, ხადის ხეობაში, გუდამაყარში და სხვა საინტერესო ადგილებში. სასტუმროს კომპლექსსში შედის აგრეთვე რესტორანი ”გაგიეთი” და გაქირავების პუნქტი სადაც შეგიძლიათ იქირაოთ თხილამურები და სნოუბორდები. ასევე გვყავს გამოცდილი ინსტრუქტორები.
სასტუმროში არის საერთო სამზარეულო.
ტარიფები მოიცავს ორჯერად კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია.
3 წლამდე ბავშვების განთავსება უფასოა თუ გამოიყენებთ ოთახში არსებულ საწოლებს.
ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილი ადამიანიებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს ტარიფის ნახევარს დღიურად.
დამატებით საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით მოცემულია:
ნებისმიერი სახის დამატებითი საწოლის მიღება ხდება მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც დადასტურებულ უნდა იქნას ადმინისტრაციის მიერ.
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.