საოჯახო ტიპის სასტუმრო, მდებარეობს კახეთის გულში, გურჯაანში, თბილისიდან დაახლოვებით 100 კილომეტრში, საკურორტო ზონა „ახტალას" მიმდებარედ. ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი უნიკალური თვისებების მქონე კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ კახეთში მოგზაურობა საინტერესოსთან ერთად სასარგებლოც გახადოთ თქვენი ჯანმრთელობისათვის.
საოჯახო ტიპის სასტუმრო თქვენ საშუალებას მოგცემთ კახური სტუმართმოყვარეობა რეალურად შეიგრძნოთ, გახდეთ ერთი კახური ოჯახის სასურველი სტუმარი. თქვენ გარდა იმისა, რომ დააგემოვნებთ ტრადიციულ კახურ სამზარეულოს, შეგიძლიათ თავადაც გახდეთ მონაწილე, ამოავლოთ გემრიელი ჩურჩხელა, რთველში მიიღოთ მონაწილეობა და საკუთარი ხელით დაწუროთ ყურძენი. ჩვენი სასტუმროს ფანჯრებიდან იშლება ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზესი პეიზაჟი.
გურჯაანიდან ყველაზე მოსახერხებელია ტურისტული მარშუტების დაგეგმვა, კახეთის ყველა ღირშესანიშნაობა ძალიან ახლოსაა. გურჯაანიდან შეგიძლიათ მარტივად მოინახულოთ: ალავერდი, იყალთო, შუამთა, ლაგოდეხის ნაკრძალი, ყვარლის ტბა, გრემი, სიღნაღი, ნეკრისი და სხვა უამრავი საინტერესო ადგილი.
ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს და შთაბეჭდილებებით შეივსოს, შეიგრძნოს კახეთის მთელი სილამაზე და კახური სტუმართმოყვარეობა დიდხანს დაამახსოვრდეს.
ზოგ ნომერს აქვს კონდიციონერი
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ზოგ ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ზოგ ნომერში
ყველა ოთახში არის Wifi
საშხაპე ზოგ ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საერთო სამზარეულო
ამ ქონებას მართავს მფლობელი
შინაური ცხოველები ნებადართულია
ძაღლები ნებადართულია
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
გაზის გამათბობელი
ელექტრო გამათბობელი
საკუთარი ბაღი თქვენს განკარგულებაში
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პიკნიკის ზონა ადგილზე ან ახლოს
კოცონის ანთება დაშვებულია
პოპულარული საფეხმავლო ადგილები
ტაქსის მომსახურება
ველო-ბილიკი ახლოს
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები არ მოიცავს კვებას. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 5 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის 5 წლამდე ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე განთავსების საფასური შეადგენს პერსონის სრული ფასის 50%-ს!
5 წლიდან 18 წლამდე ბავშვების განთავსების საფასური ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე შეადგენს პერსონის სრულ ფასს!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი შეადგენს პერსონის სრულ ფასს!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
ბავშვის ინდივიდუალურ (ოთახში არსებულ) საწოლზე განთავსების შემთხვევაში საფასურს იხდით საიტზე (დაჯავშნის დროს).
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.